შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-19-13 / 463

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 09, 2019 15:20

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2019

შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ (რეგისტრირებულია ვაკის რ-ნის სასამართლოს მიერ 1996 წლის 12 თებერვალს, რეგ. №5/4-385; ს.კ. № 204876606) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/3020, 17.07.19) და მოითხოვა რადიოსარელეო სიხშირეების 5 წლის ვადით მინიჭება იმ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილია წერილის დანართში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის    წყვილებით    ადგილობრივი    (სააბონენტო)    დაშვების    ქსელის    ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული     საკომუნიკაციო    საშუალებების    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური     საკომუტაციო    საშუალებების    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული      მაგისტრალური    არხებისა    და    შესაბამისი    ელემენტების    ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7   ელექტრონული    საკომუნიკაციო   ქსელის   ელემენტების    გაფართოებული    რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

GSM; WCDMA; CDMA; LTE.

A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

თანამგზავრული  სააბონენტო დაშვების  ქსელის ფუნქციური  რესურსებითა  და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

თანამგზავრული      საკომუნიკაციო     სისტემის     ტერმინალური     საშუალებების     ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi; CDMA;

3G;

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება.

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.

B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი  და  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტებთან  სატელეფონო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით  მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

B.S.1 მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით: ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება:

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება:

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება.

„ელექტრონული    კომუნიკაციების     შესახებ“   საქართველოს  კანონის  471 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.

ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 18 ივლისის №19-10-1337 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „მაგთიკომს“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირეები სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“    71 მუხლის    პირველი    პუნქტისა    და    რადიოსიხშირული    სპექტრის    მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 18 ივლისის №19-10-1337 სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2019 წლის 1 აგვისტოდან სიხშირული რესურსის ხუთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 4629.40 ლარი.

აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (01.08.19-დან) მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 664.81 ლარს;

მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 1585.86 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 792.91 ლარს;

მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 792.91 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 792.91 ლარს.

ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ  2019 წლის 26 ივლისს შპს „მაგთიკომს“ გაეგზავნა წერილი №გ-19-16/2233,   რომლის   თანახმად   კომპანიას   კომისიის   ბიუჯეტში   უნდა   გადაეხადა   პირველი კალენდარული  წლის  საფასური,  რომელიც  განისაზღვრება  სარგებლობის  უფლების  გაცემიდან (01.08.19-დან) მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს 664.81 ლარს. წერილის თანახმად, კომპანიას თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2019 წლის 29 ივლისამდე.  შპს „მაგთიკომმა“ 2019 წლის 26 ივლისს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 664.81 ლარი.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  2019  წლის  1  აგვისტოს  სხდომაზე  კომისიამ  იმსჯელა შპს „მაგთიკომის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე  ტექნოლოგიური,  დანიშნულებით  რადიოსარელეო  სიხშირეებით  სარგებლობის უფლების მინიჭება ხუთი წლის ვადით.

„ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს    კანონის    471 მუხლის    მე-4 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“

71 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  მიენიჭოს შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება №F2134 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 2019 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

2. განესაზღვროს შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 4629.40 (ოთხი ათას ექვსას ოცდაცხრა ლარი და ორმოცი თეთრი)  ლარის ოდენობით;

3. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის

- 4629.40 (ოთხი ათას ექვსას ოცდაცხრა ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;

ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;

მიმღების ბანკი - სს თიბისი ბანკი;

მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;

დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.

მეორე კალენდარული წლის საფასური 1585.86 ლარი - 2020 წლის 20 იანვრამდე; მესამე კალენდარული წლის საფასური 792.91 ლარი - 2021 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 792.91 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 792.91 ლარი - 2023 წლის 20 იანვრამდე;

4. შპს „მაგთიკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „მაგთიკომისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს შპს „მაგთიკომს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

8. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ლ. ლაშქარავა) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) შპს „მაგთიკომისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

9.    დაევალოს    კომისიის     ადმინისტრაციას    გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის    შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

10. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

11.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ   საქმეთა    კოლეგიაში    (დავით    აღმაშენებლის    ხეივანი,    მე-12    კმ.,    №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ლ.ლაშქარავა);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტისა) დაევალოს ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

 

კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე 

 ელისო ასანიძე კომისიის წევრი 

 გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2019  წლის პირველი აგვისტოს №  გ-19-13/463 გადაწყვეტილების

დანართი

 

 

 

 

პუნქტი A

 

 

პუნქტი B

 

აზიმუ ტი, გრად.

A გადაცემა / ზოლის სგ.ნე

 

B გადაცემა

/ ზოლის სგ.ნე

 

სიმძლავრე

W

 

 

1

წედისი (რაჭა) - ფსორი (რაჭა)

 

N

 

42˚32ʼ06.5ʺ

ფსორი (რაჭა) - წედისი (რაჭა)

 

N

 

42˚31ʼ29.5ʺ

244,8

 

15.0085

გჰც /

14000.0 კჰც

 

14.5885 გჰც

/ 14000.0

კჰც

 

 

0,2

 

E

 

43˚32ʼ21.3ʺ

 

E

 

43˚30ʼ36.1ʺ

 

64,5

 

 

2

წინუბანი (სამცხ.- ჯავახ.) - არალი

 

N

 

41˚36ʼ04.1ʺ

არალი - წინუბანი (სამცხ.- ჯავახ.)

 

N

 

41˚37ʼ44.4ʺ

299,5

 

15.047 გჰც

/ 14000.0

კჰც

 

14.627 გჰც /

14000.0 კჰც

 

 

0,2

E

42˚52ʼ44.4ʺ

E

42˚48ʼ47.0ʺ

119,5

 

3

 

ჯღალი -

ჩქვალერი

 

N

 

42˚39ʼ51.7ʺ

 

ჩქვალერი -

ჯღალი

 

N

 

42˚42ʼ49.5ʺ

339,6

15.047 გჰც

/ 14000.0

კჰც

 

14.627 გჰც /

14000.0 კჰც

 

0,2

E

42˚07ʼ10.2ʺ

E

42˚05ʼ40.0ʺ

159,5

 

4

ბორითი - ბორითი როად მ

 

N

 

42˚05ʼ58.3ʺ

ბორითი როად მ - ბორითი

 

N

 

42˚06ʼ47.7ʺ

43,99

15.1345

გჰც /

14000.0 კჰც

14.7145 გჰც

/ 14000.0

კჰც

 

0,2

E

43˚17ʼ17.8ʺ

E

43˚16ʼ52.2ʺ

223,7

 

5

აბაშა კოლობანი

- ოპიტარა

 

N

 

42˚11ʼ09.6ʺ

ოპიტარა - აბაშა კოლობანი

 

N

 

42˚30ʼ47.5ʺ

339,4

7296.0 მჰც

/ 14000.0

კჰც

 

7135.0 მჰც /

14000.0 კჰც

 

1

E

42˚14ʼ13.3ʺ

E

42˚36ʼ18.6ʺ

159,4

 

 

6

 

ქისტაური

- თელავი

HPSStory M

 

N

 

41˚58ʼ35.0ʺ

თელავი

HPSStory M

-

ქისტაური

 

N

 

42˚12ʼ25.9ʺ

29,64

 

7603.0 მჰც

/ 14000.0

კჰც

 

7442.0 მჰც /

14000.0 კჰც

 

 

1

 

E

 

45˚17ʼ22.3ʺ

 

E

 

45˚28ʼ00.8ʺ

 

209,8

 

7

გადიდი  - ვანი გამგეობა

 

N

 

42˚02ʼ20.5ʺ

ვანი გამგეობა - გადიდი

 

N

 

42˚05ʼ16.2ʺ

331,7

15.033 გჰც

/ 14000.0

კჰც

 

14.613 გჰც /

14000.0 კჰც

 

0,2

E

42˚32ʼ42.2ʺ

E

42˚30ʼ33.3ʺ

151,6

 

8

სანავარდო

-

ვაჩნაძიანი

 

N

 

41˚54ʼ21.4ʺ

ვაჩნაძიანი

-

სანავარდო

 

N

 

41˚50ʼ41.2ʺ

247,8

15.047 გჰც

/ 14000.0

კჰც

 

14.627 გჰც /

14000.0 კჰც

 

0,2

E

45˚49ʼ39.9ʺ

E

45˚38ʼ50.2ʺ

67,71

 

9

 

სიღნაღი -

კარდენახი

 

N

 

41˚37ʼ31.6ʺ

 

კარდენახი

- სიღნაღი

 

N

 

41˚39ʼ32.8ʺ

333,1

14.557 გჰც

/ 14000.0

კჰც

 

14.977 გჰც /

14000.0 კჰც

 

0,2

E

45˚54ʼ59.6ʺ

E

45˚53ʼ40.8ʺ

153,1

 

10

სანავარდო

- ჭიკაანი (კახ.)

 

N

 

41˚54ʼ21.4ʺ

ჭიკაანი (კახ.) - სანავარდო

 

N

 

41˚52ʼ14.4ʺ

124,2

15.0785

გჰც /

14000.0 კჰც

14.6585 გჰც

/ 14000.0

კჰც

 

0,2

E

45˚49ʼ39.9ʺ

E

45˚53ʼ52.9ʺ

304,2

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები: