შპს „ბრეძას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 477

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2019 9:41

მიღების თარიღი აგვისტო 15, 2019

შპს „ბრეძას“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

 I.     აღწერილობითი ნაწილი

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათებიდან (N19-10-1325, 17.07.2019 და N19-10-1423, 29.07.2019) ირკვევა, რომ შპს „ბრეძას“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა). კომპანიის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის გამო რეგულირების საფასურის დავალიანება ვერ დგინდება.

 კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათიდან  (N19-10-1440;  30.07.2019)  ირკვევა, რომ შპს „ბრეძას“ არ წარმოუდგენია 2019 წლის აპრილიდან ფორმა 1.1 და 1.9, ხოლო,2019 წლის იანვრიდან 4.1, 4.2, 5.4. და 1.2 სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

 კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი და სამსახურებრივი  ბარათებისა (N19-10-1325, 17.07.2019 და N19-10-1423, 29.07.2019) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-1440; 30.07.2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ბრეძასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 8 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N გ-19-03/2391, 02/08/2019) ფოსტით გაეგზავნა შპს „ბრეძას“, რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 8 აგვისტოს.   ვინაიდან, კომისიის 2019 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ბრეძას“ წარმომადგენელი, აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 15 აგვისტოს, რის შესახებ შპს ,,ბრეძას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით, რომელიც მას ჩაბარდა 12 აგვისტოს.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათების (N19-10-1578, 15.082019 და N19-10-1569; 14.08.2019) შესაბამისად, შპს ,,ბრეძამ“ შეავსო და კომისიაში წარმოადგინა 2019    წლის ივნისის თვის    ჩათვლით    როგორც ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ისე, რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N19-10-1325; 17.07.2019. N19-10-1423; 29.07.2019. N19-10-1578, 15.082019);

2.   კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათი (N19-10-467; 14.03.2019.  N19-10-1440; 30.07.2019 N19-10-1569; 14.08.2019);

3.   კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/2391,    02/08/2019)  გაგზავნილი შპს „ბრეძასთვის“ და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

4.   ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ბრეძას“ შესახებ;

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „ბრეძა“ 2014 წლის 16 აპრილიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში     ავტორიზებულ     პირს     (ავტორიზებული საქმიანობის  სახე:   A.F.2   ადგილობრივი   დაშვების   (უსადენო)   ქსელის შესაბამისი  ელემენტებითა და  საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული,     ადგილობრივი     (სააბონენტო)     დაშვების     ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi);

2. შპს „ბრეძა“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის

2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული  სტატისტიკური   ანგარიშგების   ფორმების   შევსება   და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.   2019 წლის 29 ივლისის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის  შპს   „ბრეძას“   კომისიაში   არ   წარმოუდგენია   2019   წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა);

5.   2019 წლის 30 ივლისის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შპს „ბრეძას“ არ წარმოუდგენია 2019 წლის აპრილიდან ფორმა 1.1 და 1.9, ხოლო, 2019 წლის იანვრიდან  4.1, 4.2, 5.4. და 1.2 სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები;

6.   2019 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით, შპს ,,ბრეძამ“ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა     და     ბაზრის     ანალიზისა     და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათების (N19-10-1578;   15.08.2019   და   N19-10-1569;   14.08.2019)   შესაბამისად,   შპს

,,ბრეძამ“ შეავსო და კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის ივნისის თვის ჩათვლით როგორც ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ისე,    რეგულირების საფასურის     გაანგარიშების  1,9     ფორმები     და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;

7. შპს „ბრეძას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს   კანონით   გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია   შეასრულოს   ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე,  კომისიის დადგენილებები   და გადაწყვეტილებები; ხოლო ლ) ქვეპუნქტის თანახმად, გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამოწურვადი    რესურსით    სარგებლობის    საფასური    და    სალიცენზიო მოსაკრებელი;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული     პირის     მიერ     განხორციელებული     და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად,   არა   უგვიანეს   საანგარიშო   თვის  მომდევნო   თვის  20 რიცხვისა,  კომისიის  დადგენილებით  დამტკიცებული  ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია  ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებული პირები   და  მაუწყებლობის სფეროში  ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს    საანგარიშო    თვის    მომდევნო    თვის    20    რიცხვისა,    ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების    საფასურის      გაანგარიშების      ფორმა)      საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.   „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2008   წლის   25 ივლისის №421/19   გადაწყვეტილების   ნაწილობრივ   ძალადაკარგულად გამოცხადებისა და    ახალი    სტატისტიური    ანგარიშგების    ფორმების დამტკიცების  შესახებ“ კომისიის    2011 წლის  25  მარტის  №144/22 გადაწყვეტილების  და  „საქართველოს     კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების  შესახებ“   კომისიის   2016   წლის   11   თებერვლის   N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით,    ასევე   სტატისტიკური   აგარიშგების   ახალი   ფორმები   და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული  კომუნიკაციების        სფეროში        საქმიანობაზე  ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით  სარგებლობის    ან    მაუწყებლობის    სფეროში    საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ  გადაწყვეტილების     დანართი     №1–ით განსაზღვრული    სტატისტიკური   ანგარიშგების   ფორმების   შევსება   და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის,   მათ     შორის,  კომისიის     დადგენილებებითა     და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო  დენადი     ხასიათის     დარღვევის     კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი  ერთჯერადი     ხასიათის    დარღვევის     ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობით შპს ,,ბრეძას“ მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების,

„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღის მდგომარეობით შპს „ბრეძამ“ შეასრულა კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ, 2019 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით, შპს ,,ბრეძამ“ შეავსო და კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის ივნისის თვის ჩათვლით როგორც ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ისე, რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს „ბრეძას“ სამართალდამრღვევად ცნობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.

 V.   სარეზოლუციო ნაწილი

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის

2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 

1.ცნობილ    იქნეს შპს    „ბრეძა“    სამართალდამრღვევად    „ელექტრონული კომუნიკაციებისშესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-12   მუხლის   მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის    მე-2    პუნქტის    ბ)    და    ლ)    ქვეპუნქტების, „რეგულირების  საფასურის  განსაზღვრისა  და  გადახდის  წესის  შესახებ“ კომისიის  2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2.   გათავისუფლდეს შპს ,,ბრეძა“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3. დაევალოს      კომისიის      ადმინისტრაციას      (ო.ვოტ)      აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბრეძასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.   გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    მისი    დამოწმებული    ასლის    შპს

„ბრეძასთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ.   თბილისის   საქალაქო სასამართლოს  ადმინისტრაციულ   საქმეთა   კოლეგიაში   (მისამართი:   ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ბრეძასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოთ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) და  კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ.რეხვიაშვილი). 

კახი ბექაური 

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრი

ელისო ასანიძე 

კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე 

კომისიის წევრი

მერაბ ქათამაძე 

კომისიის წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები