„სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-19-19 / 473

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2019 10:48

მიღების თარიღი აგვისტო 08, 2019

„სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის  დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (შემდგომში „კომისია“) მიმდინარეობს ორგანიზაციული ეფექტიანობის ამაღლების პროცესი, რომელიც მოიცავს როგორც კომისიის შიდა ორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესებას,   ასევე   მიზნად ისახავს კომისიის შედეგების ხარისხის გაზრდას და კომისიისადმი კანონით დაკისრებული ფუნქციების უფრო ეფექტიანად შესრულებას.

ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კომისიაში 2016 წლიდან ეტაპობრივად ხორციელდება ცვლილებები.    2017-2018 წლებში აღიწერა  სამუშაო/ბიზნეს პროცესები შემდგომი ოპტიმიზაციის მიზნით. აღნიშნულზე დაყრდნობით ეტაპობრივად იგეგმება და ხორციელდება შრომითი პროცესების ავტომატიზაცია, ინერგება ელექტრონული სისტემები სამუშაო ძალის დაზოგვის, შესაბამისი ეკონომიკური ეფექტის,  ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების პრევენციისა და ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. აღნიშნული პროცესი იწვევს ცვლილებებს  კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების  ნუსხაში:

1. კომისიის აპარატის ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში დაწყებულია შრომითი პროცესების ავტომატიზაციის პროცესი. 2018 წლის დეკემბრიდან კომისიაში დაინერგა ახალი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამა, რამაც გაამარტივა საქმისწარმოებისა და დოკუმენტების მიმოქცევის პროცესი. 2019 წლის გაზაფხულიდან,  ელექტრონული დოკუმენტბრუნვის  ნაწილი გახდა შიდა ორგანიზაციული ბრძანებებისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმების პროცესიც. აღნიშნული ტექნოლოგიური ინოვაციის შედეგად, შემცირდა სამუშაო დატვირთვა კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საოქმო ჯგუფში, რაც იწვევს ერთი საშტატო ერთეულის შემცირებას. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია კომისიაში დანერგილი ტექნოლოგიური ინოვაციით, რომლის შედეგადაც შემცირდება დახარჯული დრო,   დაიზოგება ადამიანური რესურსი და საბოლოო ჯამში გაიზრდება ეფექტურობა;

2.   შრომითი პროცესების ავტომატიზაცია მიმდინარეობს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტშიც. დღემდე, კომისიის ანძებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სიხშირული სპექტრის მონოტორინგი  24 საათიან რეჟიმში ხორციელდებოდა მორიგე ინჟინრების დახმარებით (სულ 3 ადამიანი).   ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის შედეგად, შესაძლებელია მონიტორინგის ავტომატურ რეჟიმში განხორციელება შესაბამისი ჩანაწერების იმ სიხშირით გაკეთების საშუალებით, რა სიხშირითაც მორიგე ინჟინრები აკეთებდნენ. შედეგად, შესაძლებელი  გახდება  გაკეთებული  ჩანაწერების  ანალიზი  რეგულარული  სამუშაო  გრაფიკით მომუშავე ერთი ინჟინრის დახმარებით. აღნიშნული ტექნოლოგიური ინოვაციის შედეგად, შესაძლებელი გახდება პროცესების ეფექტიანი მართვა და ადამიანური რესურსის დაზოგვა და ეკონიმიკური ეფექტის მიღება.

3. დასაქმებულთა შორის ფუნქციათა ეფექტური და ოპტიმალური განაწილების მიზნით რადიოსიხშირული  სპექტრის  მართვის  დეპარატმენტში  2019  წლის  აპრილიდან  ხორციელდება

„დატვირთვის ანალიზი“ ე.წ. „დროის ფურცელს“ (time sheet) საშუალებით. ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ორი პოზიცია: რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების წამყვანი სპეციალისტისა და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის საერთაშორისო კოორდინაციის წამყვანი სპეციალისტის პოზიციები არ არის დატვირთული 8 საათიანი გრაფიკით, შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული ფუნქციების ეფექტიანად გადანაწილება ერთ საშტატო პოზიციაზე.

4. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის ლოგისტიკის და შესყიდვების ჯგუფში სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ინერგება   ელექტრონული   პროგრამები, რომლებიც ახლებურად ანაწილებს სამუშაო ფუნქციებს და საშუალებას იძლევა შესრულდეს სამეურნეო და სასაწყობო მარაგების   მართვის ის ფუნქციები, რაც ადრე არ ხორციელდებოდა. შესაბამისად, მიზანშეწონილია ადმინისტრაციის ლოგისტიკისა და შესყიდვების ჯგუფში საშტატო ერთეულის დამატება ამ მიზნით.

5. კომისიის ძირითადი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებასთან ერთად ხორციელდება დამხმარე ფუნქციების ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული მხარდამჭერი ფუნქციების დელეგირების კუთხით. კომისიის დალაგება-დასუფთავების მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2019 წლის 17 მაისს გამოცხადდა ტენდერი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც ხარისხობრივად უფრო უკეთესი შედეგის მიღების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული ტენდერით კომისიამ   შეიძინა შემდეგი მომსახურებები: დალაგება-დასუფთავება, ლიფტისა და კომისიის გაგრილება/გათბობის  სისტემების ტექნიკური მომსახურეობა, ფასადისა და  ინვენტარის წმენდა   და სხვა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის   მნიშვნელოვანი აქტივობები. აღნიშნულს ექნება გარკვეული ეკონომიკური უპირატესობები.    ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება 2019 წლის 1 ივლისს, რაც კომისიის დალაგების  წლიურ ხარჯებს დაახლოებით 20 %-ით ამცირებს, რაც ჯამში 38,000 ლარიან ეკონომიას შეადგენს. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შესაბამისი ცვლილების ასახვა პოზიციების ნუსხაში.

6. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში  დატვირთული სამუშაო რეჟიმი აისახა სამუშაო პროცესების აღწერის დროსაც. 2019 წლიდან აღნიშნული სამსახურის მეშვეობით ინერგება კომისიის აპარატის დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა, რომელიც საჭიროებს მუდმივ კონტროლსა და ანალიზს.   დაიწყო კომისიის აპარატის დასაქმებულთა პროფესიული განვითარების მიმართულებით გაძლიერებული მუშაობაც, რაც არსებული ადამიანური რესურსებით რთული სამართავია. 2017 წლის ნოემბრიდან ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში არასაშტატო ხელშეკრულებით დაქირავებულ ადმინისტრაციულ ასისტენტს უგრძელდება არასაშტატო შრომითი ხელშეკრულება დატვირთული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე. გაზრდილი დატვირთვის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს საშტატო ნუსხაში და დაემატოს ერთი საშტატო ერთეული.

7. პროცესების აღწერისა და ოპტიმიზაციის პროცესში, ცვლილებების საჭიროება გამოიკვეთა ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურშიც ქსელური ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფისათვის. უსაფრთოხების სისტემების გაძლიერებისათვის, ასევე, კომისიაში მიმდინარე შრომითი პროცესების ეტაპობრივი ავტომატიზაციის გათვალიწინებით, გაიზარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის დატვირთვა კომისიის მხარდამჭერი ფუნქციების მიმართულებით.   მუდმივ კონტროლსა და მხარდაჭერას საჭიროებს ქსელური ინფრასტრუქტურა   და   სარეზერვო   ასლების   მართვა.   შესაბამისად,   კომისიას   მიაჩნია,   რომ მნიშვნელოვანია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება და დაემატოს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიცია  ქსელური ინფრასტრუქტურის მართვის კუთხით.

აღნიშნულის  გათვალისწინებით,   კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია „სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული   მოწყობის სტრუქტურისა  და  პოზიციების   ნუსხის   დამტკიცების   თაობაზე“ კომისიის  2017  წლის  14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში შემდეგი ცვლილებების შეტანა:

ა) ადმინისტრაციაში:

1. გაუქმდეს ადმინისტრაციის სამეურნეო ჯგუფის დამლაგებლის პოზიცია (სულ 7 პოზიცია) ) - შმკ 4;

2. შემცირდეს ადმინისტრაციის საკანცელარიო და საოქმო საქმის წარმოების ჯგუფის საკანცელარიო საქმისწარმოების წამყვანი სპეციალისტის 3 ერთეულიდან ერთი.  (შმკ 20);

3. დაემატოს ადმინისტრაციის შესყიდვებისა და ლოგისტიკის ჯგუფს ერთი პოზიცია- შესყიდვების და ლოგისტიკის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი (შმკ 20). 

ბ) რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტში:

1. გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის მონაცემთა დამუშავების სპეციალისტის პოზიცია - 1 პოზიცია - რანგი 3.2 - შმკ 20;

2. გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის     საერთაშორისო კოორდინაციის წამყვანი სპეციალისტის პოზიცია - 1 პოზიცია - რანგი 3.2 - შმკ 20;

3. შეიქმნას რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის სიხშირული სპექტრის წამყვანი ანალიტიკოსის პოზიცია, რანგი 3.2, ერთი  პოზიცია -  - შმკ 20;

4. გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის   მონიტორინგის ჯგუფის რადიომონიტორინგის სტაციონარული სადგურის ინჟინრის (შავნაბადა) პოზიცია (3 საშტატო ერთეული);

5. შეიქმნას რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის   მონიტორინგის ჯგუფის მონიტორინგის ცენტრის ინჟინრის  პოზიცია, 1 ერთეული - რანგი 4.2- შმკ 7.6.;

გ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში დაემატოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის  სპეციალისტის პოზიცია, 1 ერთეული - შმკ 15;

დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში დაემატოს        ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიცია - 1 საშტატო ერთეული - შმკ 15.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, პოზიციების ზემოაღნიშნული ცვლილება ამოქმედდეს 2019 წლის 14 აგვისტოს, გარდა რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტში გათვალისწინებული    პოზიციების ცვლილებისა. რადიოსიხშირული სიხშირული მართვის დეპარტამენტში ცვლილებები ამოქმედდეს   2019 წლის 10 სექტემბერს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ეროვნული მარეგულირებელი  ორგანოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  131 მუხლისა  და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების, კომისიის 2016 წლის

1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“   შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ,,სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22   გადაწყვეტილების   მე-2   პუნქტში   შევიდეს   ცვლილება   და   დამტკიცდეს   კომისიის

ორგანიზაციული   მოწყობის   სტრუქტურისა   და   პოზიციების   ნუსხა   თანდართული   ფორმით (დანართი 1);

2. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე: კომისიის აპარატის ადმინისტრაციის,  ადამიანური რესურსების მართვის სამსახურსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურთან მიმართებით ცვლილებები ამოქმედდეს 14 აგვისტოდან;

3. რადიოსიხშირული სპექტრის   მართვის დეპარტამენტთან   მიმართებით   ცვლილებები ამოქმედდეს 10 სექტემბრიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) კომისიის ვებ-გვერდზე  www.gncc.ge გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა).

კახი ბექაური 

კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ფრუიძე 

კომისიის წევრი

ელისო ასანიძე 

კომისიის წევრი

ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრი

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

თანდართული დოკუმენტები: