შპს „ჯეო მედიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-19-2 / 629

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2019 17:26

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2019

შპს „ჯეო მედიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული   კომისია  (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/7998-17, 16.10.17) მიმართა შპს „ჯეო მედიამ“ მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანიამ მოითხოვა გადამცემის გადატანა ქ. ქუთაისში გელათის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს „დატაკომის“ ანძაზე. 2019 წლის 11 ოქტომბერს შპს „ჯეო მედიამ“ განმეორებით მიმართა კომისიას და გადამცემის განთავსება მოითხოვა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ანძაზე. წერილის თანახმად კომპანიამ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისგან“ მიიღო უკეთესი სახელშეკრულებო პირობები და ტექნიკური უზრუნველყოფა.

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული   კომისია  (შემდგომში ,,კომისია”)  აღნიშნავს, რომ  შპს „ჯეო მედია“ 2021 წლის 31 დეკემბრამდე ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6, 2018 წლის 25 იანვრის №28/5 გადაწყვეტილებების და შპს „მომავლის რეკლამასა“ და შპს „ჯეო მედიას“ შორის 2018 წლის 25 იანვარს გაფორმებული „რადიოსიხშირის ლიცენზიების გადაცემის და აპარატურის ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების თანახმად განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 105.0 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი და მიმდებარე სოფლები.

კომისია    აღნიშნავს,    რომ    კომისიის    აპარატის    სიხშირული    სპექტრის  მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათების (№19-10/1856, 24/09/2019 და №19-10/2102, 30/10/2019) თანახმად, დეპარტამენტში განხილულ იქნა შპს „ჯეო მედიას“ მოთხოვნა და განხორციელდა 105,0 მჰც რადიო სამაუწყებლო გადამცემით გასხივებული სიგნალის ვირტუალური გავრცელების მოდელირება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (ICS Telecom) გამოყენებით იმგვარად, რომ შენარჩუნებულიყო ელექტრომაგნიტური თავსებადობა სხვა რადიოსამაუწყებლო   გადამცემების    მიმართ.    შედეგად    კერძო    რადიომაუწყებლობის    №B59 ლიცენზიის მოდიფიცირება შესაძლებელია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების დაცვით:

 

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულაცია

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე

 

(ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

ქ. ქუთაისი

 

105.0

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

42°16'49"N

42°44'11"E

 

40

 

7

შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიაში დამატებითი ტექნიკური პარამეტრების მითითება აუცილებელია, ვინაიდან მოქმედი FM გადამცემების ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება თავისუფალი სიხშირული რესურსის დაგეგმარება 87.5-108 მჰც დიაპაზონში, შესაბამისად აღნიშნული გადამცემების განთავსების ადგილის, ანტენის დაკიდების სიმაღლის და სხვა ტექნიკური მახასიათებლების რეალურ პირობებში გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ლიცენზიის პირობებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ №B59 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებში მითითებული სამაუწყებლო ზონების განმარტება აღარ შეესაბამება კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებას, რომლის თანახმად 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით. შესაბამისად მიზანშეწონილია მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონის   კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში მითითებული განმარტების შესაბამისად განსაზღვრა.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე      მოდიფიცირების      მოთხოვნის      შემთხვევაში,  კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათების (№19-10/1931, 03/10/2019 და №19-10/2102, 30/10/2019) თანახმად თეორიული გათვლების მიხედვით,   წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების დაცვით მაუწყებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის სამოქმედო ზონა არ შეიცვლება.

კომისია     აღნიშნავს,     რომ     კომისიის     2019     წლის     3     ოქტომბრის     №გ-19-23/571 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეო მედიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 7 ნოემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 7 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „ჯეო მედიას“ წარმომადგენელი მანანა დგებუაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „ჯეო მედიას“ კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

ყოველივე  ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  კომისიამ  ,,მაუწყებლობის   შესახებ” საქართველოს     კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   45-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „ჯეო მედიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ე.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულაცია

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე

 

(ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

ქ. ქუთაისი

 

105.0

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

42°16'49"N

42°44'11"E

 

40

 

7


ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ
500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ე.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით“.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს  (ნ. ლორთქიფანიძე) და სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ)  ლიცენზიის  მოდიფიცირების  თაობაზე  ინფორმაციის  სსიპ  „საქართველოს  საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯეო მედიასთვის” გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ჯეო მედიასთვის” ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში  (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს ”ჯეო მედიასთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

ვახტანგ აბაშიძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები