რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-19-23 / 511

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2019 13:31

მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2019

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/3482,  21.08.19)  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის  №F11  ლიცენზიის  გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”გაერთიანებულმა ტელეკომი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც;

ბ) დანიშნულება: მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის; გ) გეოგრაფიული ზონა:  საქართველო;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 23 ივლისამდე; 

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

კომისიის 2019 წლის 5 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენლები კახი ყურაშვილი და თეა ტყეშელაშვილი. სხდომაზე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სს ”გაერთიანებული ტელეკომის” განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6   გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს ”გაერთიანებული ტელეკომის” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის

22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 3 ოქტომბერს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების გამოცემა მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ლ.ლაშქარავა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირულ დიაპაზონში მონიტორინგის ჩატარება და დასკვნის წარმოდგენა 2019 წლის 3 ოქტომბრამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით);

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

მერაბ ქათამაძე  კომისიის თავმჯდომარე - მ.შ. 

ელისო ასანიძე  კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

თანდართული დოკუმენტები: