შპს ”რადიო იმედის” კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №641/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 49 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2019 12:45

მიღების თარიღი თებერვალი 07, 2019

შპს ”რადიო იმედის” კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის  №641/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს „რადიო იმედმა“ (№შ-6/4146-18, 22.08.2018 და შ-18-7/6779, 26.12.2018), მისი კუთვნილი მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „რადიო იმედი“ ითხოვს ქ. ახალქალაქში, დაბა ბაკურიანში, ქ. გორში, დაბა გუდაურში, ქ. ზუგდიდში, ქ. თელავში, ქ. ფასანაურში, ქ. სტეფანწმინდაში კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსის კენტი რიცხვით დაბოლოებული სიხშირეებით შეცვლას. როგორც წერილშია აღნიშნული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ბაზარზე მოიმატა ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული ავტომანქანების იმპორტმა. აღნიშნულ ავტომანქანებში რადიოსიგნალის მიღება ხდება კენტი რიცხვით დაბოლოებულ სიხშირეებზე. ეს გარემოება ლუწი სიხშირის მქონე რადიოსადგურისთვის წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, კომპანია ექცევა არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოში, შესაბამისად იკლებს რადიოარხის რეიტინგი და კომპანიის შემოსავლები. ამდენად ობიექტურად შეიქმნა იმის აუცილებლობა, რომ მაუწყებელმა მოახდინოს სიხშირეების ცვლილება და ლიცენზიის მოდიფიცირება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიო იმედი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიას, კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის  №641/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ე.ა)

გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ბათუმი

100.1

FM

V

წრიული

1000

41°41'37"N

41°42'55"E

50

8

დედოფლის წყარო

104.7

FM

V

წრიული

1000

41°28'01"N

46°8'11"E

50

8

თელავის მუნიციპალიტეტი, ცივი

100.2

FM

V

წრიული

1000

41°52'13"N

45°24'35"E

35

8

დუშეთის მუნიციპალიტეტი, ფასანაური

103.8

FM

V

წრიული

100

42°21'01"N

44°41'49"E

25

6

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური

100.6

FM

V

წრიული

100

42°29'20"N

44°30'02"E

25

6

სტეფანწმინდა

100.0

FM

V

წრიული

250

42°39'06"N

44°39'16"E

25

6

გორი

100.0

FM

V

წრიული

1000

42°01'56"N

44°02'51"E

120

8

დმანისი

105.1

FM

V

წრიული

1000

41°22'38"N

44°12'52"E

120

6

ახალქალაქი

101.2

FM

V

წრიული

1000

41°20'52"N

43°25'34"E

55

8

ახალციხე

101.5

FM

V

წრიული

1000

41°37'48"N

42°57'25"E

35

6

ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ბაკურიანი

105.4

FM

V

წრიული

100

41°44'08"N

43°33'13"E

20

6

ქუთაისი

100.9

FM

V

წრიული

2500

42°16'49"N

42°44'11"E

40

8

ჭიათურა

104.1

FM

V

წრიული

250

42°17'16"N

43°15'39"E

50

8

მარტვილი

100.7

FM

V

წრიული

250

42°25'49"N

42°23'38"E

25

6

ზუგდიდი

104.2

FM

V

წრიული

2500

42°24'48"N

41°49'05"E

20

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

ე.ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;”

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 10 იანვარს №10/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”რადიო იმედის” კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის  №641/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 7 თებერვლის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 7 თებერვლის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს ”რადიო იმედის” წარმომადგენელი.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№შ-10/6561-18 12/12/2018) თანახმად სიხშირეების შეცვლა შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ ქალაქებში ლიცენზიაში განსაზღვრული ყველა სხვა ტექნიკური პარამეტრის შენარჩუნებით. კერძოდ:

1. ქ. ახალქალაქში 101.2 მჰც-ის ნაცვლად, შესაძლებელია 101.3 მჰც-ის გამოყენება;

2. ქ. ბაკურიანში 105.4 მჰც-ის ნაცვლად შესაძლებელია 105.5 მჰც-ის გამოყენება;

3. ქ. გუდაურში 100.6 მჰც-ის ნაცვლად შესაძლებელია 100.5 მჰც-ის გამოყენება;

4. ქ. თელავში 100.2 მჰც-ის ნაცვლად შესაძლებელია 100.3 მჰც-ის გამოყენება;

5. ქ. სტეფანწმინდაში 100.0 მჰც-ის ნაცვლად შესაძლებელია 100.1მჰც-ის  გამოყენება;

6. დაბა ფასანაურში 103.8 მჰც-ის ნაცვლად შესაძლებელია 103.7 მჰც-ის გამოყენება.

სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული რადიოსიხშირეების კენტი რიცხვით დაბოლოებული რესურსით ჩანაცვლება არ ზღუდავს კომისიის 2017 წლის 30 აპრილის 227/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „87.5მჰც÷108მჰც სიხშირულ დიაპაზონში რადიომაუწყებლობის თავისუფალი სიხშირული რესურსის განაწილების შესახებ“ ამჟამად მოქმედ გეგმაში განსაზღვრული სიხშირული რესურსის გამოყენებას. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ 2018 წლის 26 დეკემბრის წერილით (№შ-18-7/6779), შპს „რადიო იმედმა“ თანხმობა განაცხადა კომისიის მიერ შეთავაზებულ ექვს ქალაქში სიხშირეების შეცვლაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი აღარ ითვალისწინებს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით რადიომაუწყებლობის განხორციელებისას ლიცენზირებას, შესაბამისად აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულ უნდა იქნას ლიცენზიის პირობებიდან, ხოლო თუ კომპანიას სურვილი ექნება განახორციელოს ზემოაღნიშნული ტექნოლოგიით მაუწყებლობა მან უნდა გაიაროს ავტორიზაცია „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „რადიო იმედის“ კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”რადიო იმედის” კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის  №641/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 გადამცემის და ანტენის

განთავსების ადგილი

სიხშირე (მჰც)

მოდულაცია

პოლარ

იზაცია

V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე

(ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. ბათუმი

100.1

FM

V

წრიული

1000

41°41'37"N

41°42'55"E

50

8

დედოფლის წყარო

104.7

FM

V

წრიული

1000

41°28'01"N

46°8'11"E

50

8

თელავის მუნიციპალიტეტი, ცივი

100.3

FM

V

წრიული

1000

41°52'13"N

45°24'35"E

35

8

დუშეთის მუნიციპალიტეტი, ფასანაური

103.7

FM

V

წრიული

100

42°21'01"N

44°41'49"E

25

6

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური

100.5

FM

V

წრიული

100

42°29'20"N

44°30'02"E

25

6

სტეფანწმინდა

100.1

FM

V

წრიული

250

42°39'06"N

44°39'16"E

25

6

გორი

100.0

FM

V

წრიული

1000

42°01'56"N

44°02'51"E

120

8

დმანისი

105.1

FM

V

წრიული

1000

41°22'38"N

44°12'52"E

120

6

ახალქალაქი

101.3

FM

V

წრიული

1000

41°20'52"N

43°25'34"E

55

8

ახალციხე

101.5

FM

V

წრიული

1000

41°37'48"N

42°57'25"E

35

6

ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ბაკურიანი

105.5

FM

V

წრიული

100

41°44'08"N

43°33'13"E

20

6

ქუთაისი

100.9

FM

V

წრიული

2500

42°16'49"N

42°44'11"E

40

8

ჭიათურა

104.1

FM

V

წრიული

250

42°17'16"N

43°15'39"E

50

8

მარტვილი

100.7

FM

V

წრიული

250

42°25'49"N

42°23'38"E

25

6

ზუგდიდი

104.2

FM

V

წრიული

2500

42°24'48"N

41°49'05"E

20

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატების მიმართ 500 რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5).

2. დაევალოს  კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული   გადაწყვეტილების   დამოწმებული ასლის შპს „რადიო იმედისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული   გადაწყვეტილების   კომისიის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „რადიო იმედისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „რადიო იმედისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი)

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე