შპს „იუ თი ეს“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს „მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-20-22 / 548

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2020 13:13

მიღების თარიღი ივლისი 09, 2020

შპს „იუ თი ეს“-ისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს „მაიფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-20-7/3053, 11.06.2020) მიმართა შპს „მაიფონმა” და შპს „იუ თი ეს“-მა,  შპს „იუ თი ეს”-ის სარგებლობაში არსებული  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების შპს „მაიფონის” სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იუ თი ეს”-ი კომისიის 2018 წლის 29 მარტის №201/24 გადაწყვეტილებით ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N418 უფლებას 10 სააბონენტო ნომერზე.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნუმერაციის რესურსის მფლობელი და რესურსის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელის   ელემენტების   გაფართოებული  რესურსებით უზრუნველყოფა:

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1  ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტების  სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi;

სხვა.

B.M.1   მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების   სატელეფონო  (ხმოვანი)   კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი  და  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტებთან სატელეფონო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.

B.M.2   მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების   გაფართოებული    მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის უფლება გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს  - 1 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;

კომისიამ,    მარტივი    ადმინისტრაციული    წარმოების    ფარგლებში    შეისწავლა  შპს„მაიფონისა“ და შპს „იუ თი ეს“-ის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა   კომისიის   2012 წლის 21  თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონისა“ და შპს „იუ თი ეს“-ის მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს „მაიფონისა“ და შპს „იუ თი ეს“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილია ერთობლივი განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და შპს „მაიფონის“ მიერ რესურსით სარგებლობის საფასურის - 10 ლარის (1 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „იუ თი ეს“-ს არ ჰყავს აქტიური აბონენტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის  რესურსის  გაცემის,  გამოყენებისა  და ანგარიშსწორების  წესების”   შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  გაუქმდეს  შპს  „იუ  თი  ეს”-ის  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  №N418 უფლება  და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2018 წლის 29 მარტის №201/24 გადაწყვეტილება;

2. მიენიჭოს შპს „მაიფონს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №541 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა)ნუმერაციის რესურსი: 800 000 100 – 800 000 109, სულ 10 (ათი) სააბონენტო ნომერი ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;

ბ)გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ)უფლების მოქმედების ვადა: 2020 წლის 9 ივლისიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ)უფლების მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს მხოლოდ ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებისათვის ან გასცეს, მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც მომხმარებელს გაუწევს ინტელექტუალური ქსელებით (უფასო) მომსახურებას.

ე)უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4. ეცნობოს შპს „მაიფონს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების      განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა)ამოწურვადი   რესურსით   სარგებლობის   საფასურის   აღრიცხვა   შესაბამის  საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ)გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაიფონისთვის“ და შპს „იუ თი ეს“-ისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი:    ქ.თბილისი,    დავით  აღმაშენებლის   ხეივანი  №64) შპს„მაიფონისთვის“ და შპს „იუ თი ეს“-ისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის  აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

მერაბ ქათამაძე     თავმჯდომარე - მ.შ.

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

ელისო ასანიძე     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები