შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-13 / 12

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2021 22:53

მიღების თარიღი იანვარი 28, 2021

შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ (რეგისტრირებულია ვაკის რ-ნის სასამართლოს მიერ 1996 წლის 12 თებერვალს, რეგ. №5/4-385; ს.კ. № 204876606) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-20-7/6261,  14.12.20)  და  მოითხოვა რადიოსარელეო სიხშირეების 5  წლის  ვადით  მინიჭება  იმ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილია წერილის დანართში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის    წყვილებით    ადგილობრივი    (სააბონენტო)    დაშვების    ქსელის  ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და  სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და  სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების  ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის  ელემენტების გაფართოებული    რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

GSM; WCDMA; CDMA; LTE.

A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

თანამგზავრული  სააბონენტო დაშვების  ქსელის ფუნქციური  რესურსებითა  და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

თანამგზავრული საკომუნიკაციო  სისტემის  ტერმინალური საშუალებების     ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL);

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi; CDMA;

3G;

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება.

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; რადიომაუწყებლობის ტრანზიტი.

B.F.6 გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი  და  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტებთან სატელეფონო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

B.S.1 მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

მოძრავი თანამგზავრული სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება. B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით: ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება:

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება:

სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს  კანონის  471 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.

ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის  დეპარტამენტის 2021 წლის 11 იანვრის № 21-10-9 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „მაგთიკომს“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირეები სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის 11 იანვრის № 21-10-9 სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2021 წლის 28 იანვრიდან სიხშირული რესურსის ხუთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 26955.16 ლარი (2021 წლის 18 იანვრის № 21-10-21 სამსახურებრივი ბარათი).

აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (28.01.21-დან) მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 7285.74 ლარს;

მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 7867.75 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 3933.89 ლარს; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 3933.89 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 3933.89 ლარს.

ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ  2021 წლის 20 იანვარს შპს „მაგთიკომს“ გაეგზავნა წერილი № გ-21-03/ 55, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (28.01.21-დან) მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს 7285.74 ლარს. წერილის თანახმად, კომპანიას თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2021 წლის 25 იანვრამდე. შპს „მაგთიკომმა“ 2021 წლის 22 იანვარს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 7285.74 ლარი.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  2021  წლის  28  იანვრის  სხდომაზე  კომისიამ  იმსჯელა შპს„მაგთიკომის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე  ტექნოლოგიური,  დანიშნულებით  რადიოსარელეო  სიხშირეებით  სარგებლობის უფლების მინიჭება ხუთი წლის ვადით.

„ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს    კანონის    471 მუხლის    მე-4 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  მიენიჭოს შპს „მაგთიკომს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება № F 2458 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 2021 წლის 28 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

2.  განესაზღვროს  შპს  „მაგთიკომს“  რადიოსიხშირული  რესურსით  სარგებლობის საფასური  - 26955.16 (ოცდაექვსი ათას ცხრაასორმოცდათხუთმეტი ლარი და 16 თეთრი)  ლარის ოდენობით;

3. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 26955.16 (ოცდაექვსი ათას ცხრაასორმოცდათხუთმეტი ლარი და 16 თეთრი)  ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;

ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;

მიმღების ბანკი - სს თიბისი ბანკი;

მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;

დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.

მეორე კალენდარული წლის საფასური 7867.75 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე; მესამე კალენდარული წლის საფასური 3933.89 ლარი - 2023 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 3933.89 ლარი - 2024 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 3933.89 ლარი - 2025 წლის 20 იანვრამდე;

4. შპს „მაგთიკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „მაგთიკომისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს შპს „მაგთიკომს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. დევდარიანი);

8. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) შპს „მაგთიკომისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

 

9.  დაევალოს    კომისიის     ადმინისტრაციას    გადაწყვეტილების    დამოწმებული  ასლის  შპს„მაგთიკომისთვის“      გაგზავნა      (ნ.ჯავახიძე)      და      კომისიის    ოფიციალურ  ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

10. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე;

11.  გადაწყვეტილება   შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის   საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

12.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  პირველი  და  მე-6  პუნქტების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3, მე-6, მე-7, მე-9 და მე-12 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ელისო ასანიძე          წევრი

მერაბ ქათამაძე          წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები