სს„სილქნეტის“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-23-1 / 303

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2023 0:39

მიღების თარიღი ივნისი 29, 2023

სს„სილქნეტის“ გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/2070, 23.06.2023)  მიმართა  სს „სილქნეტმა“ (ს/ნ 204566978) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, სს „სილქნეტი“ ითხოვს ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: გასართობი, შემეცნებითი;

ბ)გამოძახებით   აუდიოვიზუალური   მედიამომსახურების   ენა/ენები:   ქართული,   ინგლისური, რუსული (კონტენტის მიხედვით);

გ)ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

გ.ბ)აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

გ.გ)სეთ-ტოპ ბოქსების საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

გ.დ)სხვა ტექნოლოგიის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

დ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -  შერეული;

დ.ბ)აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -შერეული;

დ.გ)სეთ-ტოპ ბოქსების საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება - შერეული;

დ.დ)სხვა ტექნოლოგიის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება - შერეული;

ე)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა-სს „სილქნეტის“ მიერ ხორციელდება გამოძახებითი აუდიოვიზუალური მომსახურების მიწოდება მომხმარებლებისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ საკანონდებლო ცვლილებებამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიასი გავლილი ავტორიზაციის საფუძველზე;

ვ)ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ზ)ვებ-გვერდის მისამართი: www.silknet.com.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (მიღების თარიღი: 22/12/2022, დოკუმენტის ნომერი: N2482-Xრს-Xმპ) მე-2 მუხლის თანახმად გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებენ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას, ვალდებული არიან კანონით დადგენილი წესით გაიარონ ავტორიზაცია ამავე კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სს „სილქნეტი“ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდებას განახორციელებს ამავე კანონის საფუძველზე ავტორიზაციის მომენტიდან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ   სს„სილქნეტის“   მიერ კომისიაში  წარმოდგენილია „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   45 მუხლის   მე-3   და   მე-5  პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1.კომპანიის განცხადება;

2.სს„სილქნეტის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3.შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

4.განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5.განსახორციელებელი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების კონცეფცია;

6.ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობის მიხედვით; სს „სილქნეტის“ 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში;

7.საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია განთავსებული კაპიტალის, აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 29 ივნისის სხდომას ესწრებოდა სს  „სილქნეტის“ წარმომადგენელი ნინო ნიჟარაძე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს სს„სილქნეტის“ (ს/ნ204566978) გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.გატარდეს სს„სილქნეტი“ (ს/ნ204566978) ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: გასართობი, შემეცნებითი;

ბ)გამოძახებით   აუდიოვიზუალური   მედიამომსახურების   ენა/ენები:   ქართული,   ინგლისური, რუსული (კონტენტის მიხედვით);

გ)ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

გ.ბ)აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; გ.გ)  სეთ-ტოპ  ბოქსების  საშუალებით  გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

გ.დ)სხვა ტექნოლოგიის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება;

დ)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა)ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -  შერეული;

დ.ბ)აპლიკაციის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -შერეული;

დ.გ)სეთ-ტოპ ბოქსების საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება - შერეული;

დ.დ)სხვა ტექნოლოგიის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება - შერეული;

ე)გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა-  ავტორიზაციის მომენტიდან;

ვ)ინფორმაცია იმ  კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ზ)ვებ-გვერდის მისამართი: www.silknet.com.

2.სს „სილქნეტი“ ვალდებულია:

ა)დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ)დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ)უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება;

ე)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი, დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ)კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ)ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)აღნიშნული  გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში  (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)  სს„სილქნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე                 თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე            წევრი

ნათია კუკულაძე                წევრი

ივანე მახარაძე                    წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები