შპს „სელფი მობაილისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: გ-23-1 / 433

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2023 12:38

მიღების თარიღი სექტემბერი 07, 2023

შპს „სელფი მობაილისთვის“ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ  №18 (ცალკემდგომ) აუქციონში, კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №გ-23-8/3 91 გადაწყვეტილების შესაბამისად,  გამარჯვებულად   გამოცხადდა შპს  „სელფი მობაილი“.

ამავე გადაწყვეტილებით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „რადიოსიხშირული   სპექტრით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და  რადიოსიხშირული   სპექტრით სარგებლობის   საფასურის განსაზღვრის დებულების“ შესაბამისად შპს„სელფი მობაილს“ განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 226 800 (ორასოცდაექვსი ათას რვაასი) ლარის 30%-ს - 68 040 (სამოცდარვა ათას ორმოცი) ლარს გამოკლებული ბეს სახით  გადახდილი 21 600 (ოცდაერთი ათას ექვსასი) ლარი ანუ  - 46 440 (ორმოცდაექვსი ათას ოთხასორმოცი) ლარის ერთი თვის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს,  რომ  შპს  „სელფი  მობაილის“  მიერ   2023 წლის   30 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა 46 440 (ორმოცდაექვსი ათას ოთხასორმოცი) ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოდგენილ იქნა კომისიაში 2023 წლის 31 აგვისტოს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/2845).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2005 წლის   12 დეკემბრის  №13  დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული   სპექტრით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ მე-5 1 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს რესურსით  სარგებლობის   საფასურის   30%-ის   საქართველოს   სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის  დამადასტურებელი   დოკუმენტის  წარმოდგენის  შემდეგ . დარჩენილი ნაწილის გადახდა კი  უნდა  მოხდეს  ლიცენზიის  მოქმედების  ვადის  პირველი წლის  განმავლობაში  აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი გადახდის დამადასტურებელი  დოკუმენტი  კომისიას  წარმოუდგინოს  გადახდიდან  2 სამუშაო დღის ვადაში.

კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საფასურის დარჩენილი ნაწილის  გადახდა განხორციელდეს  12 თვის  განმავლობაში   2023 წლის  ოქტომბირდან  2024 წლის სექტემბრის  ჩათვლით, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  52-ე   მუხლის, 472-ე  მუხლის მე-2   პუნქტის,  კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ და კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №გ-23-8/391 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.მიეცეს შპს„სელფი მობაილს“ (ს/კ204450584) მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F107 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა)რადიოსიხშირული სპექტრი: 10 მჰც სიხშირული ზოლი 2600 მჰც TDD 2575-2585მჰც სიხშირული რესურსის ფარგლებში;

ბ)გეოგრაფიული არეალი:  საქართველო;

გ)ლიცენზიის  მოქმედების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 15 წელი; დ) ტექნიკური პირობები: იხ. დანართი 1

ე)ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ე.ა)უზრუნველყოს რადიოსიხშირული რესურსის გამოყენება წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური პირობების შესაბამისად; ლიცენზიით განსაზღვრულ სიხშირულ დიაპაზონში აგებული ქსელები უნდა აკმაყოფილებდეს 5G მომსახურებების მოთხოვნებს, როგორიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10   იანვრის №60 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში“.   ქსელის შესაბამისი ფუნქციონალური კომპონენტები უნდა იყოს აგებული და დროის ნებისმიერ მომენტში ფუნქციონირებდეს  მხოლოდ იმ ტექნიკური გადაწყვეტების საფუძველზე,  რომლებიც ქსელის აგების არქიტექტურის გათვალისწინებით აკმაყოფილებს ITU-R M.2083 და ITU-R M.2410-0 ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს მომსახურებების მიმართ ან აკმაყოფილებს ITU-ს მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებს  შემდეგი თაობის IMT ტექნოლოგიების მიმართ. ქსელის აგებისას და ფუნქციონირებისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ის (ტექნიკური) გადაწყვეტები, რომლებსაც აქვს საშუალება ჰქონდეს არანაკლებ 100 მჰც (3400 -3700 მჰც დიაპაზონისთვის) და არანაკლებ 30 მჰც-მდე სიგანის მზიდი სიხშირის ზოლი აგრეგაციის გარეშე (700 და 2600 დიაპაზონებისთვის).

ე.ბ)უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრულ მომსახურებებზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვება (მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების საბითუმო დაშვების პირობები, ასევე დაშვების ამ ვალდებულებასთან დაკავშირებული ყველა სხვა წინაპირობა, მოწვევის ოფერტების, შეთანხმებისა და მოლაპარაკების პროცესის ჩათვლით განმარტებულია ამ გადაწყვეტილების დანართ 2-ში). ამ პუნქტით განსაზღვრული დაშვების ვალდებულება ძალაშია 2030 წლის 1 იანვრამდე;

ვ)დაიცვას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

ზ)შპს „სელფი მობაილმა“ უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F107 ლიცენზიისათვის განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის-158 760 (ასორმოცდათვრამეტი  ათას შვიდასსამოცი)  ლარის  საქართველოს  ცენტრალურ  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი  რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900 ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: N300773402

13 230.00 ლარი - 2023 წლის 7 ოქტომბრამდე;

13 230.00 ლარი - 2023 წლის 7 ნოემბრამდე;

13 230.00 ლარი - 2023 წლის 7 დეკემბრამდე;

13 230.00 ლარი - 2024 წლის 7 იანვრამდე;

13 230.00 ლარი - 2024 წლის 7 თებერვლამდე;

13 230.00 ლარი - 2024 წლის 7 მარტამდე;

13 230.00 ლარი - 2024 წლის 7 აპრილამდე;

13 230.00 ლარი - 2024 წლის 7 მაისამდე;

13 230.00 ლარი - 2024 წლის 7 ივნისამდე;

13 230.00 ლარი - 2024 წლის 7 ივლისამდე;

13 230.00 ლარი - 2024 წლის 7 აგვისტომდე;

13 230.00 ლარი - 2024 წლის 7 სექტემბრამდე;

თ)შპს „სელფი მობაილმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

ი)ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის ვადაში კომისიის 2023 წლის 16 აგვისტოს №გ-23-8/375 გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლითაც შპს „სელფი მობაილი“ გამარჯვებულად გამოვლინდა კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში) გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F106 ლიცენზიის გაუქმება (გარდა ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა) გამოიწვევს წინამდებარე ლიცენზიის (რომელიც გაცემულია კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №გ-23-8/391 გადაწყვეტილების საფუძველზე და რომლითაც შპს„სელფი მობაილი“ გამარჯვებულად გამოვლინდა კომისიის 2023 წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №18 (ცალკემდგომ) აუქციონში) გაუქმებას;

შენიშვნა: ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შეინარჩუნოს მის სარგებლობაში არსებული  და  კომისიის  2023  წლის  21 აგვისტოს №გ-23-8/391,№გ-23-8/393 და 23  აგვისტოს  №გ-23-8/407 გადაწყვეტილებების საფუძველზე (რომლითაც შპს „სელფი მობაილი“ გამარჯვებულად გამოვლინდა კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №18, №19 და №24 (ცალკემდგომ) აუქციონებში) გაცემული ლიცენზია/ლიცენზიები, თუ კომისიის 2023 წლის 16 აგვისტოს №გ-23-8/375 გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლითაც შპს„სელფი მობაილი“ გამარჯვებულად გამოვლინდა კომისიის 2023  წლის 6 ივლისის  №გ-23-8/316  გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონში) გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F106 ლიცენზიის ვალდებულებები გადავა ლიცენზიის მფლობელის სარგებლობაში არსებულ  და  კომისიის  2023  წლის 21   აგვისტოს  №გ-23-8/391, №გ-23-8/3393 და  23   აგვისტოს  №გ-23-8/407 გადაწყვეტილებების საფუძველზე (რომლითაც შპს „სელფი მობაილი“ გამარჯვებულად გამოვლინდა კომისიის 2023 წლის 6 ივლისის №გ-23-8/316 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №18, №19 და №24 (ცალკემდგომ) აუქციონებში) გაცემულ ლიცენზიაში/ლიცენზიებში და მოხდება ლიცენზი(ებ)ის მოდიფიცირება.

2.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ)სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და შპს „სელფი მობაილისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5.წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი №1და№2 ცნობილ იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

6.გადაწყვეტილება   შეიძლება გასაჩივრდეს   ქ.თბილისის   საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სელფი მობაილისთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების პირველი პუნქტის   „ა“, „ბ“, „დ“  -„ვ“ ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

8.კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

9.კონტროლი აღნიშნულ გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ - „თ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტისა) დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე             თავმჯდომარე  - მ.შ

ეკატერინე  იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები