შპს „გლობალნიუსი 2023“-ის გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-23-1 / 515

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 27, 2023 11:37

მიღების თარიღი ნოემბერი 16, 2023

შპს „გლობალნიუსი 2023“-ის გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/2198, 05.07.2023 და №შ-23-6/2261, 11.07.2023) მიმართა  შპს  „გლობალნიუსი 2023“-მა  (ს/ნ  405656035 ) „მაუწყებლობის   შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „გლობალნიუსი  2023“ ითხოვს ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) გამოძახებით     აუდიოვიზუალური     მედიამომსახურების     თემატიკა:     საზოგადოებრივ- პოლიტიკური;

ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

გ) ინფორმაცია   გამოძახებით   აუდიოვიზუალური   მედიამომსახურების   მიწოდების   მიზნით გამოყენებული ელექტრონული        საკომუნიკაციო        ქსელებისა        და        საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია:

გ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -  უფასო;

ე) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების   ვადა  - ავტორიზაციის თარიღიდან;

ვ) ინფორმაცია იმ  კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა)

„მაუწყებლობის შესახებ"   საქართველოს   კანონის   მოქმედება   ვრცელდება  - გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ზ) ვებ-გვერდის მისამართი: www.globalnews.ge

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „გლობალნიუსი 2023“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი იყო  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  45 გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება; მუხლის  მე-3  და  მე-5  პუნქტებით

2. შპს „გლობალნიუსი 2023“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

3. შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;

5. განსახორციელებელი გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების კონცეფცია;

6. აუდიტორული კომპანიის დასკვნა რომელიც მოიცავდა ცნობას ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ცნობას აქტივებისა და პასივების შესახებ;

7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს

№7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია განთავსებული კაპიტალის, აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

8. მინდობილობა.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 16 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „გლობალნიუსი 2023“-ის წარმომადგენელი აკაკი გელოვანი. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა განხორციელდეს  შპს „გლობალნიუსი 2023“-ის (ს/ნ 405656035) გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. გატარდეს შპს „გლობალნიუსი 2023“ (ს/ნ 405656035) ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების თემატიკა: საზოგადოებრივ- პოლიტიკური;

ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

გ) ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების შესახებ/გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია: 

გ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება; დ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობა:

დ.ა) ვებ-გვერდის საშუალებით გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდება -  უფასო;

ე) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა - ავტორიზაციის თარიღიდან;

ვ) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა)

„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელს სათავო ოფისი აქვს საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში;

ზ) ვებ-გვერდის მისამართი: www.globalnews.ge

2. შპს „გლობალნიუსი 2023“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება;

ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გლობალნიუსი 2023“-სთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)      აღნიშნული  გადაწყვეტილების კომისიის      ოფიციალურ ვებ-გვერდზე      (www.comcom.ge)

გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიში    (ქ.    თბილისი,    დავით    აღმაშენებლის    ხეივანი    N64)    შპს „გლობალნიუსი 2023“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები