სს „სილქნეტისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-13 / 569

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2023 16:02

მიღების თარიღი დეკემბერი 21, 2023

სს „სილქნეტისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს„სილქნეტმა“ (რეგისტრირებულია  თბილისის  საგადასახადო  ინსპექციის მიერ 2009 წლის 2 აპრილს; ს.კ.№204566978) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/3680, 16.11.23) და მოითხოვა რადიოსარელეო სიხშირეების 5 წლის ვადით მინიჭება იმ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილია წერილის დანართში.

კომისია აღნიშნავს, რომ  სს„სილქნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი  დაშვების  (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი)  ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის  ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი  დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა  და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3. ძირითადი საკომუტაციო  ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და  საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და  სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

პაკეტური საკომუტაციო    საშუალებების    ფუნქციური    რესურსებითა    და  სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებით და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული  (სადენიანი)  სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური  რესურსებითა   და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების  ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

სპილენძის  წყვილების  მაგისტრალური  საკომუნიკაციო  ციფრული  სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის  წყვილების  მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა  და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების  ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6   საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7 ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელის   ელემენტების   გაფართოებული  რესურსებით უზრუნველყოფა:

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელების  საოპერაციო  პროგრამული  მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული  მართვის საშუალებებით (SIP,H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების  ურთიერთჩართვის    გარდამქმნელი    ტერმინალური აღჭურვილობის   (IP   TV,   IP  ტელეფონია)   ფუნქციური   რესურსებითა   და   სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და  სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი  ელემენტებითა   და საშუალებებით უზრუნველყოფა:

CDMA; LTE; WIMAX; GSM; WCDMA.

A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

თანამგზავრული საკომუნიკაციო   სისტემის ტერმინალური საშუალებების    ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო   სისტემის  აბონენტების  სატელეფონო  ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); CDMA;

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) WiMax

WiFi;

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება;

3G;

სხვა.

B.F.3 მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.M.1  მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების   აბონენტების   სატელეფონო   (ხმოვანი)  კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი  და  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტებთან სატელეფონო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული      მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით:

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება;

B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება:

თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  471 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.

ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა. რადიოსიხშირული    სპექტრით    სარგებლობის    საფასური    ირიცხება    კომისიის    ბიუჯეტში, გარდა  ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის № 23-10-2334 სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2024 წლის პირველი იანვრიდან სიხშირული რესურსის ხუთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 31835,58 ლარი.

აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (01.01.24-დან) 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 9095,88 ლარს;

მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 9095,88 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 4547,94 ლარს; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 4547,94 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 4547,94 ლარს.

ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ  2023 წლის 13 დეკემბერს სს „სილქნეტს“ გაეგზავნა წერილი №გ-23-03/2766, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (01.01.24-დან) 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს 9095,88 ლარს. წერილის თანახმად, კომპანიას თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2023 წლის 20 დეკემბრამდე. სს„სილქნეტმა“ 2023 წლის 15 დეკემბერს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 9095,88 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე  კომისიამ იმსჯელა  სს„სილქნეტის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია სს „სილქნეტისთვის“ დამხმარე  ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო  სიხშირეებით  სარგებლობის უფლების მინიჭება ხუთი წლის ვადით.

„ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს    კანონის    471 მუხლის  მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.მიენიჭოს სს „სილქნეტს“ რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლება № F 3002 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 2024 წლის პირველი იანვრიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

2.განესაზღვროს სს„სილქნეტს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 31835,58(ოცდათერთმეტი ათას რვაასოცდათხუთმეტი ლარი და 58 თეთრი) ლარის ოდენობით;

3.უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის -31835,58 (ოცდათერთმეტი  ათას რვაასოცდათხუთმეტი  ლარი და 58 თეთრი) ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;

ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;

მიმღების ბანკი - სს თიბისი ბანკი;

მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;

დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.

მეორე კალენდარული წლის საფასური 9095,88 ლარი - 2025 წლის 20 იანვრამდე; მესამე კალენდარული წლის საფასური 4547,94 ლარი - 2026 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 4547,94 ლარი - 2027 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 4547,94 ლარი - 2028 წლის 20 იანვრამდე;

4.სს„სილქნეტის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

5.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „სილქნეტისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6.დაევალოს სს „სილქნეტს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული   მოწყობილობების   რეესტრში,   ამავე რეესტრით გათვალისწინებული  ინფორმაციის  ელექტრონული  წესით  ასახვა  (ვებ  მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. დევდარიანი);

8.დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ.ქადეიშვილი) სს „სილქნეტისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

9.დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

10.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

11.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების სს„სილქნეტისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

12.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);

13.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3, მე-6, მე-7, მე-9 და მე-12 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები