შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის 2023 წლის 16 თებერვლის №გ-23-23/69 გადაწყვეტილებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-23-22 / 159

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2023 15:08

მიღების თარიღი მარტი 30, 2023

შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის 2023 წლის 16 თებერვლის №გ-23-23/69 გადაწყვეტილებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნული    კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს,   რომ   შპს „ჰამბურგი“  (ს/ნ  405179925)  ფლობს  კერძო  მაუწყებლობის  №B110  ლიცენზიას  კომისიის  2021 წლის 28 ოქტომბრის №გ-21-6/592 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2031 წლის 28 ოქტომბრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულაცია

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

ქ. თბილისი

 

98.5

 

FM

 

V

 

წრიული

 

1000

 

41°41'44"N

41°47'05"E

 

230

 

6


ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ
500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2022 წლის 10 ნოემბრის №გ-22-3/476 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა შეუჩერდა შპს  „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიას სალიცენზიო დავალიანების  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ჰამბურგს“ აეკრძალა ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის  განხორციელება ლიცენზიის  მოქმედების  განახლებამდე.  კომისიის  2022  წლის  10  ნოემბრის  №გ-22-3/476  გადაწყვეტილება შპს „ჰამბურგს“ ჩაბარდა 2022 წლის 16 ნოემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჰამბურგს“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის ) ჯამური დავალიანება - 7,019.00 ლარის ოდენობით. ასევე კომპანიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში უნდა წარმოედგინა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2023 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით (სამსახურებრივი ბარათი №23-10-342, 16.02.2023) შპს „ჰამბურგს“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაუხდია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 7,019.00 ლარის ოდენობით და კომისიაში არ წარმოუდგენია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ჰამბურგის“ მიერ კომისიის 2022 წლის 10 ნოემბრის №გ-22-3/476 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობით და სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობით, სახეზ იყოა ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა და ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ ვადაში კომისიის მიერ მითითებულ დარღვევის აღმოუფხვრელობა, კომისიის 2023 წლის 16 თებერვლის №გ-23-23/69 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის №გ-21-6/592 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 30 მარტის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 30 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”ჰამბურგის” წარმომადგენელი თეკლა კაკულია.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „ჰამბურგის“ მიერ 2023 წლის 28 მარტს კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/1019, 28.03.2023), რომელზეც თანდართულია სალიცენზიო გადასახდელის - 7,019.00 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილ წერილში აღნიშნულია, რომ შპს „ჰამბურგმა“ გაიარა რთული ფინანსური პერიოდი, თუმცა მოახერხა დაეძლია პრობლემები და ამჟამად მზად არის განაახლოს მაუწყებლობა. შპს „ჰამბურგი“ თხოვნით მიმართავს კომისიას შეწყდეს ლიცენზიის გაუქმების საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და კომპანიას მიეცეს საშუალება განაახლოს საეთერო რადიომაუწყებლობა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია მაუწყებლობას განაახლებს ლიცენზიის გაუქმების საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტიდან ორი-სამი დღის განმავლობაში.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურების სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც საჯაროობის პრინციპის დაცვით, ამ კანონით დადგენილი წესით ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, აჩერებს და ანახლებს ლიცენზიის მოქმედებას, აუქმებს ლიცენზიას. ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება. ამავე კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა კომპანიის მიერ დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით და გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიერ ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო გადასახლელის დავალიანება და აღმოფხვრილია დარღვევა, სახეზე არ არის ლიცენზიის გაუქმების საფუძველი, შესაბამისად მიზანშეწონილია შეწყდეს შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის   №B110 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის №გ-21-6/592 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად იმ დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის  განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, ვინაიდან კომპანიის მიერ ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება, რის გამოც კომპანიას 2022 წლის 10 ნოემბრის №გ-22-3/476 გადაწყვეტილებით შეუჩერდა №B110 ლიცენზიის მოქმედება და მოთხოვნილია ლიცენზიის მოქმედების განახლება, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განახლდეს შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის   №B110 ლიცენზიის მოქმედება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის   შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა, 361 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 71-ე  მუხლის  მე-5  პუნქტის, 73-ე მუხლის მე-5 პუქნტისა და 74-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შეწყდეს შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის №გ-21-6/592 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და განახლდეს შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის  №B110 ლიცენზიის მოქმედება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის განახლების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჰამბურგისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „ჰამბურგისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ჰამბურგისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიული დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები