სს „სილქნეტის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: გ-24-2 / 71

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2024 14:38

მიღების თარიღი თებერვალი 15, 2024

სს „სილქნეტის“  მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს„სილქნეტმა“ (ს/კ 204566978) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/670, 12.02.2024) მაუწყებლობის ავტორიზაციის  (BR-1130, 21/12/2016) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას  სურს  ტელემაუწყებლობის  ენად  დამატებით  ინგლისურის  და რუსულის განსაზღვრა.

2. კომისია აღნიშნავს, რომ სს„სილქნეტი“ ფლობს ავტორიზაციას მაუწყებლობაზე (BR-1130,21/12/2016), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა;

ბ)მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის ქვესახეობა - სპეციალიზებული (ზოგადი გასართობი (სპორტი)) ტელემაუწყებლობა;

დ)მაუწყებლობის ენა/ენები - ქართული;

ე)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 16 საათი;

ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა)თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.გ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ)მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა)თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - ფასიანი;

ზ.ბ)ინტერნეტი - ფასიანი;

ზ.გ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - ფასიანი;

3. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს  განზრახული  აქვს  ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია  აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

4. კომისიის 2024 წლის 15 თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი.

II. სამოტივაციო ნაწილი

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს სს „სილქნეტის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-1130, 21/12/2016) მოდიფიცირება და მაუწყებლობის ენებად დამატებით ინგლისურის და რუსულის განსაზღვრა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს სს„სილქნეტის“ (ს/კ 204566978) მაუწყებლობის ავტორიზაცია   (BR-1130,21/12/2016) და მაუწყებლობის ენებად განისაზღვროს - ქართული, რუსული, ინგლისური;

2. სს „სილქნეტი“ ვალდებულია:

ა)დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ)დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ)თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ)ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე)კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

3. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების   კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში  შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“გაგზავნა;

ბ) აღნიშნული  გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.  თბილისის საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი  N64)  სს„სილქნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2  პუნქტების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე        წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები