შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: გ-20-18 / 445

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2020 23:40

მიღების თარიღი მაისი 21, 2020

შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

 I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდგომში  - კომისია)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№20-10-1020, 08.05.2020) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება      შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს ,,სიგულდას“ ავტორიზაცია გავლილი აქვს საერთო მაუწყებლობაზე, რაც ვალდებულებას აკისრებს ჰქონდეს ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური   მედიამომსახურების   რეგულირების   დეპარტამენტის   მიერ   შპს „სიგულდას“ სამაუწყებლო ბადის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის 1-16 აპრილის პერიოდში სამაუწყებლო ეთერში არ განთავსებულა საზოგადოებრივ- პოლიტიკური  გადაცემა.  2020  წლის  29 აპრილს  კომისიამ  წერილობით  მიმართა  შპს „სიგულდას“ და მოსთხოვა 5 სამუშაო დღეში წარმოედგინა პოზიცია საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროგრამის ეთერში არქონასთან დაკავშირებით, რაზედაც კომისიას პასუხი არ მიუღია. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს ,,სიგულდას“ მიერ მოხდა ავტორიზაციის პირობების დარღვევა და მოითხოვა რეაგირების განხორციელება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2020  წლის 21  მაისს,  რის შესახებ კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. ამასთან, ეცნობა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის  შესაბამისად,  კომისია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით, გაეგზავნებოდათ სპეციალური ბმული (ლინკი), კომისიისთვის ცნობილ და მათ მიერ კომისიაში დაფიქსირებულ ბოლო ელფოსტის ან/და მობილური ტელეფონის ნომერზე. შესაბამისად, კომპანიას ეთხოვა, რომ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე (https://eforms.gncc.ge) უმოკლეს ვადაში განეახლებინა ან/და კომისიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე (post@gncc.ge) გამოეგზავნა საკონტაქტო მონაცემები (ელფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია იხელმძღვანელებდა მის ხელთ არსებული ბოლო საკონტაქტო მონაცემებით, რომელზეც გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურად გაგზავნილად, ყველა თანმდევი სამართლებრივი შედეგით. ამასთან, შპს ,,სიგულდას“ ეცნობა, რომ კომისიის შესაბამისი შეტყობინება და გადაწყვეტილება გამოქვეყნდებოდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეც (www.gncc.ge), ამასთან, კომისია უფლებამოსილი იყო საკითხი განეხილა  სხდომაზე მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშეც.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა 2020 წლის 8 მაისის #20-10-1020 სამსახურებრივ ბარათთან დაკავშირებით, 2020 წლის 20 მაისს წარმოადგინა სამსახურებრივი ბარათი (№20-10-1070,20.05.2020), სადაც აღნიშნულია, რომ კომისიაში შემოსულია შპს „სიგულდას“ განცხადება, რის საფუძველზეც მიმდინარეობს დამატებითი გარემოებების დაზუსტება, შესაბამისად, კომისიის აპარატის  აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყდეს შპს „სიგულდას“  მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.    კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული    მასალით    (№20-10-1020, 08.05.2020).

2. კომისიის 2020 წლის 29 აპრილის წერილი  №გ-20-04/1444.

3. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის    სამსახურებრივი    ბარათი    თანდართული    მასალით    (№20-10-1070,20.05.2020).

4. შპს ,,სიგულდას“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და კომისიის უწყებრივი რეესტრებიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. ,,შპს ,,სიგულდას“ მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ“ კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის №711/22   გადაწყვეტილების   შესაბამისად,   შპს   „სიგულდა“   წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა. შესაბამისად, შპს ,,სიგულდა“, როგორც საერთო ტელემაუწყებელი, ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები. კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის№711/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,სიგულდა“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული.

2. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „სიგულდას“ სამაუწყებლო ბადის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წლის 1-16 აპრილის პერიოდში მის სამაუწყებლო ეთერში არ განთავსებულა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები. 2020 წლის 29 აპრილს, კომისიამ წერილობით მიმართა შპს „სიგულდას“ და მოსთხოვა 5 სამუშაო დღეში წარმოედგინა პოზიცია საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ეთერში განუთავსებლობასთან დაკავშირებით.

3. კომისიის    აპარატის    აუდიოვიზუალური    მედიამომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტმა 2020 წლის 8 მაისის #20-10-1020 სამსახურებრივ ბარათთან დაკავშირებით, 2020 წლის 20 მაისს წარმოადგინა სამსახურებრივი ბარათი (№20-10-1070, 20.05.2020), სადაც აღნიშნულია, რომ შემოსულია შპს „სიგულდას“ განცხადება, რის საფუძველზეც მიმდინარეობს დამატებითი გარემოებების დაზუსტება, შესაბამისად, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „სიგულდას“ მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

4. შპს   „სიგულდას“   მიმართ   ბოლო   ერთი   წლის   განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა  გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს   მაუწყებლობის  სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების  დაკისრება, ხოლო ამავე პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.

3. „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს   კანონის   70-ე   მუხლის   მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

4.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის - არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივი-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა და დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს    მის    მიერ    გადაცემული პროგრამების, რეკლამისა    და    სპონსორების    შესახებ    ინფორმაციის    საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

7.  „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის      შემთხვევაში  კომისია   ვალდებულია   განიხილოს   შესაბამისი   საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა   იყოს   დარღვევის   აღმოფხვრა   ან  პრევენცია.   კომისია   მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (20-10-1020,08.05.2020) საფუძველზე, რომლის თანახმად, კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, შპს ,,სიგულდას“ სამაუწყებლო ბადის მონიტორინგის შედეგად მიაჩნია, რომ შპს „სიგულდას“ მხრიდან ადგილი აქვს ავტორიზაციის პირობების დარღვევას. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ, კომისიაში შემოსული შპს ,,სიგულდას“ განცხადების საფუძველზე, ხდება დამატებითი გარემოებების დაზუსტება და ამ ეტაპზე მიზანშეწონილად    მიაჩნია    შპს    „სიგულდასთვის“    ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის      დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და მ) ქვეპუნქტების, 451  მუხლის მე-10 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე და 98-ე   მუხლებისა VII თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს „სიგულდასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სიგულდასთვის“  გაგზავნა და  კომისიის  ოფიციალურ     ვებგვერდზე  (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

,3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სიგულდასთვის“ ჩაბარების დღიდან.

4.  გადაწყვეტილება    შეიძლება    გასაჩივრდეს    ქ.    თბილისის    საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „სიგულდასთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური      თავმჯდომარე

ელისო ასანიძე    წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები: