პროექტი „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სხდომის თარიღი: თებერვალი 22, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 09, 2018 15:34

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

 

დადგენილება

 

2018  წლის  …… თებერვალი            

 

ქ.თბილისი

 

რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1.

„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/12/2005, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 040.230.000.17.010.007.931) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულება“

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. დებულების გამოყენების სფერო და მიზანი

1. ეს დებულება შემუშავებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის წესებისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობის დადგენას.

2. ამ დებულებით დგინდება რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისას კომისიის უფლებამოსილებები და ვალდებულებები, აუქციონის გამართვის პროცედურა, მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესები, რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესი, სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.“.

2. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსიის 71 მუხლი:

,,მუხლი 71რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობის განსაზღვრა

1. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

P=Pf x Kq x Kp x N x Kn x Ks x Kg x Ky

სადაც:

P – სიხშირული რესურსების აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა ლარებში;

Pf – კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანის შესაბამისი ღირებულება ლარებში (დანართი 1-ის მიხედვით);

Kq – სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი (დანართი 2-ის მიხედვით);

Kp – გადამცემი (ბაზური) სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი (დანართი 3-ის მიხედვით);

N – გადამცემი სადგურების (ბაზური სადგურების) რაოდენობა;

KN – სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი (დანართი 4-ის მიხედვით);

Ks – საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი (დანართი 5-ის მიხედვით);

Kg – ადგილობრივი მომსახურების ზონის კოეფიციენტი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით (დანართი 6-ის მიხედვით).

Ky - რესურსით სარგებლობის ვადის/წლების კოეფიციენტი (დანართი N8-ის მიხედვით)

2. არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.

3. არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი  წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

4. მაუწყებელს (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რომელსაც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.

5. საზოგადოებრივ მაუწყებელს და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ენიჭება უფასოდ, კომისიის გადაწყვეტილებით.

6. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, რადიოსიხშირული რესურსის ერთი წლის ვადით მოთხოვნისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სრული საფასურის გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს,  ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა.

7. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელს უფლება აქვს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე განცხადებით მიმართოს კომისიას მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ხელახლა მინიჭების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლება ხელახლა ენიჭება მის მიერ მოთხოვილი ვადით თუ მის მიერ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

8. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების, მათ შორის, რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის ან ამ მონაკვეთისთვის მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლებაზე უარის თქმის ან/და გაუქმების შემთხვევაში, რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასური არ ბრუნდება.

 

3. დაემატოს დანართი N8 შემდეგი რედაქციით:

 

რესურსით სარგებლობის წლების კოეფიციენტი – Ky

სიხშირული რესურსით სარგებლობის ვადა

წლიური საფასურის კოეფიციენტი თითოეულ წელზე, რიგითობის მიხედვით

გადახდის სქემა

(1-2] წელი

 

0,2

 

პირველი და მე-2 წლის, წლიური საფასური ითვლება მითითებული კოეფიციენტით

(3-5] წელი

0,1

მე-3, მე-4 და მე-5 წლების, წლიური საფასური ითვლება მითითებული კოეფიციენტით

(5-10] წელი

0,3

მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 წლების, წლიური საფასური ითვლება მითითებული კოეფიციენტით

(10-15] წელი 

0,5

მე-11, მე-12, მე-13 , მე-14 და მე-15 წლების, წლიური საფასური ითვლება მითითებული კოეფიციენტით

 

4. დაემატოს მე-11 მუხლი შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

 

პირები, რომლებსაც 2018 წლის 1 მარტამდე ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ნებართვებით გაცემული ან კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდათ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება, 2018 წლის 1 მარტიდან ხდებიან რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელები და ამ უფლებას ინარჩუნებენ ნებართვებით/მინიჭებით განსაზღვრული ვადით.

 

მუხლი 2.

 

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე                                             კახი ბექაური

 

კომისიის წევრი                                                               ვახტანგ აბაშიძე

 

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

 

კომისიის წევრი                                                                გიორგი ფრუიძე

 

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე