საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: იანვარი 25, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 22, 2018 9:55

ცნობა  №  18-04 

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ იპკლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისკერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N811/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ კერძო მაუწყებლობის №B86 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N804/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2018 წლის 18 იანვრის N01 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 25 იანვარს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 25 იანვრისა.