საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილების მიღების მიზნით

სხდომის თარიღი: აპრილი 12, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2018 17:46

ცნობა  №  18-16

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და  შემოწმების  წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილების მიღების მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე დ 1061-ე მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების და ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ასევე კომისიის 2018 წლის  22 თებერვლის N117/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის  განსაზღვრისა და  შემოწმების  წესების დამტკიცების თაობაზე დადგენილების მიღების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის, ასევე კომისიის 2018 წლის 29 მარტის N10 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 12 აპრილს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 12  აპრილისა.

თანდართული დოკუმენტები: