საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

სხდომის თარიღი: თებერვალი 22, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2018 14:11

ცნობა  №  18-07 

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის, ასევე კომისიის 2018 წლის 18 იანვრის N18/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F103 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2017 წლის 15 ივნისის №403/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 22 თებერვალს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 22 თებერვლისა.