საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ჯეოსელში“ (ს/კ 203841940) 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ (ს/კ 204566978) მიერ შეძენის გამოკვლევის მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 06, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 07, 2018 14:36

ცნობა  №  18-12

 

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ჯეოსელში“ (ს/კ 203841940) 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ (ს/კ 204566978) მიერ შეძენის გამოკვლევის მიზნით 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის და  IX თავის, ასევე შპს „ჯეოსელში“ (ს/კ 203841940) 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ (ს/კ 204566978) მიერ შეძენის გამოკვლევის თაობაზე  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების შესახებ კომისიის 2018 წლის 6 თებერვლის N57/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელში“ (ს/კ 203841940) 100%-იანი წილის გასხვისებისა და ამ წილის სს “სილქნეტის“ (ს/კ 204566978) მიერ შეძენის გამოკვლევის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 6 მარტს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 6 მარტისა.