საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „სამაუწყებლო სახლის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 15, 2018 15:00

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2018 12:13

ცნობა  №  18-13

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „სამაუწყებლო სახლის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით 

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, ასევე შპს „სამაუწყებლო სახლის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის N63/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამაუწყებლო სახლის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B98 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 15 მარტს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 15 მარტისა.