საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)პ „თანასწორობის მოძრაობის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა“ და ა(ა)იპ „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის“ განცხადების განხილვის მიზნით

სხდომის თარიღი: მარტი 06, 2018 12:00

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 23, 2018 11:55

ცნობა  №  18-15

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს სტუდია მაესტროსწინააღმდეგ ()იპ მედიის განვითარების ფონდის, () თანასწორობის მოძრაობის“, ()იპტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“, ()იპსაქართველოს დემოკრატიული ინიციატივისადა ()იპშავი და ბალტიის ზღვის ალიანსისგანცხადების განხილვის მიზნით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის,კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების, ასევე კომისიის 2018 წლის  პირველი თებერვლის N42/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „სტუდია მაესტროს“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“, ა(ა)პ „თანასწორობის მოძრაობის“, ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა“ და ა(ა)იპ „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის“ განცხადების განხილვის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, ასევე კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის N6 ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2018 წლის 6 მარტს, 12:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2018 წლის 6  მარტისა.