საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №14 სხდომის დღის წესრიგი

სხდომის თარიღი: მარტი 06, 2018 12:00

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2018 17:48

პროექტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 14 სხდომის  დღის წესრიგი

ქ. თბილისი  2018  წლის 6 მარტი, 12:00 საათი

  1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის  უფროსი);
  2. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წინააღმდეგ შპს „ტელეკომპანია დიას“ საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  3. შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის, შპს „ტელეიმედის“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ შპს „კატევე 1“-ის საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  4. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  5. შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის  წამყვანი სპეციალისტი);
  6. შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის  წამყვანი სპეციალისტი);
  7. შპს „კატევე 1“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  8. შპს „ტვ გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
  9. შპს „ბადაგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  10. „შპს „დი +“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ“ (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
  11. ააიპ მედია ცენტრის ”ღია აფხაზეთისათვის” კერძო მაუწყებლობის №B93 და №B96 ლიცენზიების შპს ”ჯეო მედიასთვის”  გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  12. შპს „ტელეკომპანია თანამგზავრის“  მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  13. შპს „ ბი2ბი“-სთვის” ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
  14. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობისთვის საქართველოში  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების გაცემის  შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).