ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) კონფერენციის საპრეზენტაციო მასალები

ივნისი 20, 2012 10:14

მიმდინარე წლის 29-30 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჩატარდა ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრის თემები იყო: ETSI – მიმოხილვითი პრეზენტაცია; 3GPP – NGN – LTE – ახალი ტექნოლოგიები და ახალი სტანდარტები; მობილური TV - ახალი ტექნოლოგიები და ახალი სტანდარტები; მიმდინარე და მომავალი საქმიანობა - 800 MHz (digital dividend), 900 MHz, 1800 MHz, 2100 MHz, 2.3 – 2.4 GHz - სიხშირულ ზოლებში; რადიოსიხშირული სპექტრის რეგულირება და სტანდარტები ევროპაში; ჰარმონიზებული სტანდარტები და R&TTE დირექტივა; ციფრული მაუწყებლობის ახალი სტანდარტები (DVB – DAB).

აღნიშნულ თემებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს ETSI-ს ვიცე-პრეზიდენტებმა, ედრიან სქრეისმა და მაიკლ შარპმა და ETSI-ს ტექნიკურმა ოფიცერმა, იგორ მინაევმა.

თანდართული დოკუმენტები: