ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-0; 8-7-8 ნუმერაციის რესურსით სარგებლობისლიცენზიების მისაღებად აუქციონები გამოცხადდა

იანვარი 09, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომპანია ”მინეტა ვენჩერზ ეს.ეი”-მ კომისიას მიმართა განცხადებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონების გამოცხადების შესახებ.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრების სამნიშნა კომბინაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 15000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს ციფრების სამნიშნა კომბინაციის თავისუფალი ნუმერაციის რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონები.

1.ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:

 ა) ნუმერაციის რესურსი - 8-7-0;

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

ბ) ნუმერაციის რესურსი - 8-7-8;

- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

2. აუქციონების ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 2  თებერვლის 13:00  საათი;

3 ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2007   წლის   16 იანვრის 17:00 საათამდე;

4. სალიცენზიო პირობები:

  - პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;

  გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე