ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადა

სექტემბერი 08, 2006

  table, tr, td { border-width:1px; border-color:#000000; border-style:solid; } 2006-09-08

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილების “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  გამოცხადდეს აუქციონი ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მისაღებად;

2.  აუქციონში გამარჯვებული ნუმერაციის რესურსს აირჩევს შემდეგი ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსიდან: 8-52, 8-54;

3.  ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის  19 ოქტომბრის 17:00 საათამდე;

4.  რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;

5.  აუქციონის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2006 წლის 17 ნოემბრის 13:00  საათი;

6.  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;  

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე