კახი ბექაური კომისიის წევრი გახდა

დღეს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კახი ბექაური აირჩია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი საქართველოს პრეზიდენტმა  2013 წლის 19 ნოემბერს გამოცხადა. კონკურსში  მონაწილეობა 23 კანდიდატმა მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობასთან კონტრასიგნაციის შედეგად საქართველოს პარლამენტს სამი კანდიდატი კახი ბექაური, სერგო შავგულიძე და თამაზ ინაშვილი წარუდგინა.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე 83 ხმით მხარი კახი ბექაურს დაუჭირა.