კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

მარტი 01, 2007

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სამაუწყებლო კომპანია ”ჰერეთმა”, ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონებში, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ.

”მაუწყებლობის შესახებ”საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მწ-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 38-ე, 43-ე მუხლების და კომისიის ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” დადგენილების თანახმად კომისიამ გადაწყვიტა:

 ა)გამოცხადდეს კონკურსი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის  ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით შემდეგ სამაუწყებლო ზონაში:

ადგილობრივი მომსახურების

ზონა

ანტენის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე

მგჰც FM

სიმძ კვტ

 

 

გასხივების დიაგრამა

შენიშვნა

 

 

ლაგოდეხი

სიღნაღი

 

ლაგოდეხის რაიონის

ბაისუბნის ანძა

 

N 410 48’ 42,3”

 

E 0460 10’ 17,0”

 

 

 

30

 

 

102.8

 

 

0.25

 

 

წრიული

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 ბ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2007 წლის  20 აპრილის 14:00  საათი; 

 გ) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  მოხდეს 2007 წლის 19 მარტის 17:00 საათამდე;

 დ)  მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 23 მარტის 16:00 საათი;

 ე) კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა და მაუწყებლობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოს მისთვის ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სრულად დაფარვა ლიცენზიის გაცემიდან 1 წლის ვადაში;

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ, კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე