იანვარი 21, 2008

კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ფოლკ-რადიო”-მ, ქ. თბილისში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურისის გამოცხადების შესახებ.

გადამცემი სადგური, განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრებით (რაც ლიცენზიის პირობებში აისახება), განთავსდება ქ. თბილისში - ზონა 01.

            1) გამოცხადდა კონკურსი კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად, რომლის სამოქმედო ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის მომსახურების ზონა: 

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

მოდუ-ლაცია

პოლარი-

ზაცია V/H

სიხშირე (მჰც)

სიმძლავრე              (ვტ)

გასხივება

ანტენის   სიმაღლე               მიწის/ზ.მ.          

თბილისი მთაწმინდის ანძა

N 410  41’ 44”           E 0440  47’ 09”

FM

V

99,2

1000

წრიული

80

2) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი) ლარით;

3) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2008 წლის 21 მარტი, 14:00 საათი; 

4) ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოხდება 2008 წლის 22 თებერვლის 17:00 საათამდე;

5)  მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 7 მარტი, 16:00 საათი;

  გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები