აპრილი 16, 2015 21:35

კომისია "კოალიცია მედიის ადვოკატირების" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება

ორგანიზაციამ "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს  ვახტანგ აბაშიძეს მიმართა განცხადებით   "მაგთისატის" ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებული სარეკლამო ვიდეორგოლის შესწავლის  მოთხოვნით.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" მიიჩნევს, რომ ვიდეორგოლი წარმოადგენს არასათანადო ხასიათის რეკლამას და შესაძლოა აუდიტორია შეცდომაში შეიყვანოს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლის შესწავლის პროცესი. შესწავლის შედეგების და, საჭიროების შემთხვევაში,  შესაბამისი რეაგირების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება.  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები