კომისიამ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად 21 ადგილობრივ მაუწყებელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მიანიჭა

ნოემბერი 28, 2014 18:42

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 21 ადგილობრივ (რეგიონულ) მაუწყებლებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მიანიჭა.

კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის და შესაბამისი რეკომენდაციების“ თანახმად, 21 ადგილობრივ (რეგიონულ) მაუწყებელს, მათი სამაუწყებლო ლიცენზიებით გათვალიწინებული გავრცელების არეალის შესაბამისად, ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მიანიჭა.

ეს ტელეკომპანიებია: შპს „ეკომი",  შპს ტელეკომპანია „გურჯაანი”, შპს ტელეკომპანია „თანამგზავრი”,  შპს ტელე-რადიო კომპანია „თვალი",  სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანია",  შპს „ომეგა", შპს ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი", შპს ტელეკომპანია „დია”, შპს ტელე-რადიო კომპანია „ბორჯომი", შპს სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია”, შპს ტელერადიო კორპორაცია „ინფორმკავშირი ტელევიზია არგო", შპს „იმპერია", შპს ტელერადიოკომპანია „რიონი”, შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-ტვ"-ი, შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარი", ააიპ „მედია ცენტრს ღია აფხაზეთისათვის", შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „ეგრისი", შპს დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია „გურია", შპს დამოუკიდებელ ტელერადიოკომპანია „ოდიში", შპს „ტელეარხ 25" და შპს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა".