კომისიამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ახალი ნებართვა გასცა

ოქტომბერი 13, 2017 16:57

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ორი ახალი ნებართვა გასცა.

შპს „ჯეოსელმა“ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსი: 577 69 XXXX (ათი ათასი) სააბონენტო ნომერი აიღო. რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

შპს „ახალმა ქსელებმა“ კი ქ. ზუგდიდში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსი: 250XXX. 251XXX, 252XXX, 253XXX, 254XXX და 255XXX სულ 6000 (ექვსი ათასი) სააბონენტო ნომერი მიიღო. ამ შემთხვევაშიც, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.