კომისიამ ოთხ იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა

ოქტომბერი 02, 2017 10:56

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „თანამგზავრი XXI“-ს, შპს „ჯი ენ ენს“-ს და შპს „ტვ 4000“-ს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერდათ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩეროს თუ პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში,  ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

კომისიის უწყებრივი რეესტრის და კომისიაში თითოეული იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, ოთხივე კომპანია გასული ერთი წლის განმავლობაში არ ახორციელებდა ავტორიზებად საქმიანობას, რაც დაედო საფუძვლად ავტორიზაციების შეჩერებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომპანიები საქმიანობის განახლების შემთხვევაში უფლებამოსილნი არიან ავტორიზაციის აღდგენის თაობაზე ხელახლა მიმართონ კომისიას.