კომისიამ შპს „მედიაკომი“ წერილობით გააფრთხილა

იანვარი 15, 2018 9:22

შპს „მედიაკომი“, რომელიც ელექტრონული კომინიკაციების სფეროში ავტორიზებული პირია, კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმები არ წარადგენდა, რის გამოც, კომპანიის დავალიანება ვერ დგინდებოდა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ლიცენზირებული პირები, ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული  ფორმით, კომისიას გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ და რეგულირების საფასური გადაიხადონ. გამომდინარე იქიდან, რომ  შპს „მედიაკომის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიამ კომპანია წერილობით გააფრთხილა და 10 დღის ვადაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენა და  რეგულირების საფასურის გადახდა დაავალა.