კომისიამ შპს „ტ-ნეტს“ 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

აპრილი 21, 2017 13:30

 

საქართველოს კომუნიკაციების ერივნულმა კომისიამ შპს „ტ-ნეტს“ 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

კომპანია გარკვეული დროის მანძილზე ქ. ტყიბულსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე. შემოწმების შედეგად დგინდება, რომ შპს „ტ-ნეტის“ 500-მდე ინეტრნეტ აბონენტი ყავს. კომისიის უწყებრივ რეესტრში კომპანია არ იყო რეგისტრირებული, შესაბამისად კომისიაში არ ხდებოდა სატატისტიკური ანგარიშგების  და  რეგულისრების საფასურის გაანგარიშების ფორმების წარმოდგენა, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის სხვადასხვა სეგმენტების კვლევა-ანალიზის დროს.

კომისიამ საკითხის საჯარო სხდომაზე განხილვის შემდეგ შპს „ტ-ნეტს“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო ჯარიმა დააკისრა.