კომისიამ სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირება განახორციელა

იანვარი 15, 2018 9:25

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ“, რომელსაც მაუწყებლობის გეოგრაფიული არეალის გაფართოება სურს, მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით მიმართა. კერძოდ, კომპანიას სურს გავრცელდეს ლაგოდეხის, გურჯაანის, თელავის, საგარეჯოს, მანგლისის, გორის, ხაშურის, ბორჯომის, ჭიათურას, ზესტაფონის, ახალციხის, ქუთაისის, ხონის, სამტრედიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, ზუგდიდის, ბათუმის, ფოთის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის  მულტიპლექსების მეშვეობით. კომისიამ მიიჩნია, რომ მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს და შესაბამისად, კომპანიის მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო. სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“  აღნიშნულ მულტიპლექსებში მაუწყებლობას 11 აპრილამდე დაიწყებს.