კომისიასა და RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

სექტემბერი 11, 2017 18:33

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა  და RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრს შორის თანმშრომლობის მემორანდუმი, ხვალ 12 სექტემბერს 13:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაფორმდება. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ამავე სასტუმროსში მიმდინარე საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ორდღიანი ფორუმის ფარგლებში გაიმართება.

საქართველოს მხრიდან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე მოაწერს, მეორე მხარეს კი RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის მმართველი დირექტორი აქსელ პოუვლიკი.

მხარეები დოკუმენტზე ხელმოწერით თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ  IPv6  განვითარების მიმართულებით, RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრის აკადემიური ინიციატივა მჭიდროდ ითანამშრომლეს საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების დარგის აკადემიურ წრეებთან, ასევე მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც ინტერნეტის სტატისტიკურ-ანალიტიკური, ასევე ლოკალური და გლობალური მონაცემების გაცვლის მიმართულებით.