კომისიაში ავტორიზებული პირებისთვის პრეზენტაცია გაიმართა

ოქტომბერი 05, 2017 17:44

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის „ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტზე მუშაობა საქართველოს მიერ ევროპის კავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით მიმდინარეობდა. კომისიამ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) ფინანსური მხადაჭერით -  „საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის განვითარების“ პროექტის   ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე იმუშავა. დოკუმენტის შემუშავების პროცესს მულტინაციონალური კორპორაცია უძღვებოდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: “Grand Thornton Advisory s.r.o.” (სლოვაკეთი), „ PIERSTONE s.r.o.“ (ჩეხეთი) და „Analysis Mason Limited“ (დიდი ბრიტანეთი).

დღევანდელ შეხვედრაზე მულტინაციონალური კორპორაციის ექსპერტებმა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ავტორიზებული პირებისთვის პრეზენტაცია გამართეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნება შესათანხმებლად და კანონში შესაბამისი ცვლილებების ინიცირების მიზნით.

„საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის განვითარების“ პროექტი სამწლიანი და მისი ბიუჯეტი 630 000 ვეროს შეადგენს, რომლის 90% ფარავს სლოვაკეთის მთავრობა, 10% კი კომისიის ბიუჯეტი.