კომისიაში ეუთოს მისიის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 08, 2016 14:18

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016-ის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ელჩ ალექსანდრე კელთჩევსკის და მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე კომისიის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016-ის წინასაარჩევნო პროცესის მედიამონიტორინგის მიმდინარეობა განიხილეს. ეუთოს დელეგაცია მედია მონიტორინგის მეთოდოლოგიით დაინტერესდა, ასევე  განხილულ იქნა კომისიის მიერ მიმდინარე მონიტორინგის პროცესში დაფიქსირებული დარღვევები და მათზე რეაგირების მექანიზმები. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.