კომუნიკაციისა და მაუწყებლობის სფეროში კონკურენციის აღსრულების თემაზე სემინარი გაიმართა

მარტი 27, 2018 12:54

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომუნიკაციისა და მაუწყებლობის სფეროში კონკურენციის აღსრულების თემაზე სემინარი გაიმართა. საქართველოს ევროკავშირის პროექტის - „საქარველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში, ლიტვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე შარუნას კესერაუსკასი ეწვია. სემინარი კომისიის წევრმა, გიორგი ფრუიძემ და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ფერაძემ გახსნეს. კოლეგებთან ერთად შეხვედრას პროექტის გუნდის ხელმძღვანელი აურელიო ლა ტორე დაესწრო. ერთობლივი პროექტის აქტივობების ფარგლებში გამართული სემინარი, კომუნიკაციისა და მაუწყებლობის რეგულირების სფეროში კონკურენციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და სამაუწყებლო და საკომუნიკაციო სექტორებში კონკურენციის აღსრულებასთან დაკავშირებით ევროკავშირის პრაქტიკაზე დაყრდნობით მიღებული შედეგები განიხილეს.