რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებადაუქციონი გამოცხადდა

ოქტომბერი 27, 2006

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “მობიტელმა” რადიოსარელეო კავშირისათვის  და ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

 

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონი როგორც რადიოსარელეო კავშირისათვის, ასევე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად .

 აუქციონების  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 24 ნოემბრის 14:00 საათი; 

 

 ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათამდე;

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებებში