სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში 152XXX-156XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

აპრილი 20, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-მ (04.04.2007 №6/345-07)  ქ.თბილისში 5000 სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.  ზემოაღნიშნული კომპანია ახორციელებს ადგილობრივ საკომუნიკაციო მომსახურებას და ესაჭიროებათ სააბონენტო ნუმერაციის რესურსი.

კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 1500 ლარს 1 ათასიან ნუმერაციის ბლოკზე.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს სააბონენტო ნუმერაციის თავისუფალი რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.

 - 152XXX-156XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად    ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. თბილისში;

 - რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარით;

 - აუქციონის ბიჯი შეადგენს  375 (სამას სამოცდათხუთმეტი) ლარს;

 აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 18 მაისის 15:00  საათი;

 ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2007 წლის 30 აპრილის 17:00 საათამდე;

 

    გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ, იხილოთ კომისიის გადაწყვეტილების გვერდზე