საჯარო ლექცია თემაზე „ინტერნეტი და მონაცემთა ანალიტიკა“.

თებერვალი 02, 2018 14:10

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა  და RIPE - ქსელის საკოორდინაციო ცენტრს (NCC) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის თემაზე „ინტერნეტი და მონაცემთა ანალიტიკა“. საჯარო ლექციის მიზანია, აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია ინტერნეტის მუშაობის თავისებურებებსა და მასთან დაკავშირებულ თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ექსპერტებმა ლექციაზე მიმოიხილეს ტექნიკური სერვისები და სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ინტერნეტის ეკოსისტემას ქმნიან.

GNCC  და RIPE NCC თანამშრომლობენ IPv6 განვითარების, ინტერნეტის სტატისტიკურ-ანალიტიკური და ასევე ლოკალური და გლობალური მონაცემების გაცვლის მიმართულებით.