საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე პირველი ივლისიდან გადადის

ივნისი 19, 2015 15:16

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის გრაფიკი საქართველოს მთავრობამ „საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“ N273 დადგენილებით მიიღო.

 

მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად შვიდი კვირის განმავლობაში გაითიშება. გთხოვთ, იხილოთ ანალოგური სატელევიზო გადამცემი სადგურების გათიშვის გრაფიკი:

 

  • 2015 წლის პირველ ივლისს 10:00 საათზე ანალოგური (დღეს მოქმედი) მაუწყებლობა დედაქალაქის სამაუწყებლო ზონაში გაითიშება, რომელიც აერთიანებს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებს: ქ. თბილისი, საგარეჯოს რაიონი, კოჯორი, ქ. რუსთავი და ქ. მარნეული.
  • 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე ქ. გორში, ბეკამში, დუშეთში, ქ. ხაშურში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გაითიშება.
  • 2015 წლის 18 ივლისს 10:00 საათზე ქ. ქუთაისში, ქ. ტყიბულში, ცაგერში, ქ. ფოთში, ქ. ჩოხატაურში,   ქ. ოზურგეთში, ქ. ზესტაფონში,  მარტვილში, ქ. სამტრედიაში, ქ. ხონში, ქ. სენაკში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.
  • 2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე ქ. ბათუმში, ხულოში, ქედაში და შუახევში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.
  • 2015 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ჯვარში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო მაუწყებლობის გადამცემი სადგურები გაითიშება.
  • 2015 წლის 18 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ბორჯომში, ქ. ბაკურიანში, აბასთუმანში, ქ. ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო  გადამცემი სადგურები გაითიშება.
  • 2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. თელავში, ცივის მთაზე, ქ. სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელში, დმანისში, ქ. ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში,  თიანეთში, ონში, ამბროლურში,  ქ. ლენტეხში, ქ. მესტიაში, ჭიათურაში და საჩხერეში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.
თანდართული დოკუმენტები: