საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2006 წლის 11 აგვისტოს N 361/10 გადაწყვეტილებაში (კერძო სპეციალიზებულ (გასართობი)რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში) ცვლილებების შეტანის თობაზე

სექტემბერი 19, 2006

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა  კომისიამ

 

გადაწყვიტა:

  • შევიდეს ცვლილება 2006 წლის 11 აგვისტოს N 361/10 გადაწყვეტილების  პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტში და კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2006 წლის 10 ნოემბრის 14:00 საათი;
  • შევიდეს ცვლილება 2006 წლის 11 აგვისტოს N 361/10 გადაწყვეტილების  პირველი  პუნქტის დ) ქვეპუნქტში და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვროს  2006 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათი;
  • შევიდეს ცვლილება 2006 წლის 11 აგვისტოს N 361/10 გადაწყვეტილების  პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტში და მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 13 ოქტომბრის 16:00 საათი;