სასამართლომ ხუთ ტელეკომპანიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა

ოქტომბერი 05, 2016 18:50

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო  11 ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.

საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „GFK“-ს (23.08.2016) და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GMP“-ის (03.09.2016) მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე.

ეს ტელეკომპანიაბია:

  1. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“;
  2. ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“  -  ბრენდული სახლეწოდება „ტაბულა“;
  3. შპს „ტელეიმედი“;
  4. შპს „სტარვიზია“;
  5. შპს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“;
  6. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“;
  7. შპს „ტელე-რადიო კორპორაცია ინფორმკავშირი- ტელევიზია არგო“;
  8. შპს „ტელე-რადიო კომპანიას რიონი“ ;
  9. შპს „დამოუკიდებელ ტელე-რადიო კომპანიას ოდიში“
  10. შპს „სტუდია მაესტრო“
  11. შპს „პირველი სტერეო“.

ხუთი ტელეკომპანიის მიმართ წარდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შესაბამისმა საქალაქო სასამართლოებმა განიხილეს და შედეგად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“-ს, ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდს“ -ბრენდული სახლეწოდება „ტაბულა“ ,შპს „ტელე-რადიო კორპორაცია ინფორმკავშირი- ტელევიზია არგოს“, შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“  – 1500-1500 ლარის ოდენობით ჯარიმები დააკისრეს, ხოლო შპს „ტელე-რადიო კომპანიას რიონს“ წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

დანარჩენი ექვსი ტელეკომპანიის საკითხის განხილვა შესაბამის საქალაქო სასამართლოებში უახლოეს დღეებში გაიმართება.