შპს საინფორმაციო ცენტრი შპს "კოლხეთი 89" ტელემაუწყებლობას განაახლებს

ნოემბერი 17, 2017 10:17

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს საინფორმაციო ცენტრმა შპს "კოლხეთი 89"-მ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამაუწყებლო საქმიანობის განახლების შესახებ მიმართა. შპს საინფორმაციო ცენტრი შპს "კოლხეთი 89"-ს 2017 წლის 6 ივლისიდან, საკუთარი განცხადების საფუძველზე ავტორიზაცია შეჩერებული ჰქონდა. კომპანიამ ავტორიზაციის განახლების თაობაზე კომისიას 2017 წლის 2 ნოემბერს მიმართა, ხოლო კომისიამ შპს საინფორმაციო ცენტრი შპს "კოლხეთი 89"-ის ავტორიზაცია 2017 წლის 7 ნოემბერს განაახლა.
შპს საინფორმაციო ცენტრი შპს "კოლხეთი 89" კერძო მაუწყებლობას 2017 წლის 20 ნოემბერს დღე-ღამის განმავლობაში მინიმალური 12 საათიანი ხანგრძლივობით დაიწყებს.