დეკემბერი 09, 2016 12:34

შპს „ტელეკომპანია თბილისის“ მაუწყებლობა მოდიფიცირდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „ტელეკომპანია თბილისმა” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ განცხადებით მიმართა. მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისას მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართელოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიამ შპს „ტელეკომპანია თბილისს” მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიას მაუწყებლობის სახეობად საერთოს ნაცვლად სპეციალიზებული (გასართობი) ტელემაუწყებლობა განუსაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები