“Smart Net” ტელე-რადიო მაუწყებლობას ინტერნეტში განახორციელებს

დეკემბერი 15, 2017 17:20

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „ონლაინ მიუზიკმა“ მაუწყებლობის სფეროში  ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა. კომისიამ წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და მიიჩნია, რომ შპს „ონლაინ მიუზიკის“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში უნდა განხორცელდეს.

შპს „ონლაინ მიუზიკი“, ბრენდული სახელწოდებით „Smart Net” ტელე-რადიო მაუწყებლობას (სპეციალიზებული - გასართობი, მუსიკალური, შემეცნებითი) ქართულ ენაზე ინტერნეტში 2018 წლის პირველი აპრილიდან განახორციელებს.