შეტობინება შპს „რადექსს“

ივნისი 08, 2016 18:46

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შპს „რადექსს“ ვერ ჩაბარდა შეტყობინება  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე წარმოების დაწყების,  სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ.  შესაბამისად,  შპს „რადექსისათვის“  გაგზავნილი წერილის შინაარსი საჯაროდ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ - გვერდზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, გატყობინებთ, რომ 2016 წლის 2 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში ,,კომისია”) მიერ ჩანიშნული სხდომა გადაიდო და გაიმართება 2016 წლის 16 ივნისს, 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18. კომისიის სხდომაზე განიხილება შპს „რადექსისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მოთხოვნათა  დარღვევის  გამო.   

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად,  შპს „რადექსს“  უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები. 

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

კომისია მიაჩნია, რომ შეტყობინების შინაარსის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე გამოქვეყნება შპს „რადექსისათვის“ გაცნობის ალტერნატიული ფორმაა.